სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
მოქალაქობის საკითხთა კომისიამ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას შესაძლებელია მხედველობაში მიიღოს:
ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას;
საქართველოში უძრავი ქონების ფლობა;
საქართველოში საქმიანობა;
ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან;
ეს ვნახე მე.
უხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა
1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო
სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;
ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს;
გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე,
რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა და რომელიც თავისი
მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე,
რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.
4. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა ამ მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ ეს საფუძველი მის
გამოვლენამდე აღმოიფხვრა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კომპეტენტური
ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით
LA. Lakers: Brazil: PSG: AC.Milan
Kobe Bryant
Ronaldo Fenomeno
Rafa Nadal
Jannik Sinner
Thiago Silva
Heroes come and go, but legends are forever!!! Kobe Bryant