
დღეს 9 მაისია. სხვადასხვა ადგილებში იკრიბებიან ომის ვეტერანები და იხსენებენ ძველ დროს და ომის პერიოდს. ბოლო წლებში ერთი უცნაური ტენდენცია შეინიშნება. ძალიან მომრავლდნენ ცრუ-ვეტერანები,რომელბასც სხვისი მედლები უკეთიათ და თავი ვეტერანებად მოაქვთ. ეს ტენდენცია აქტიურად შეინიშნება ოკუპანტებთან. ამ პოსტში სწორედ ასეთ ადამიანებზე გვექნება საუბარი.
1. პირველი ფოტო. ეს ფოტო გადაღებულია 2010 წელს გამარჯვების აღლუმზე. მასზე ჩვენ ვხედავთ მამაკაცს, რომელსაც გენერლის მუნდირზე მარშლის ვარკვლავი უკეთია ჰალსტუხზე გარდა ამისა ერთდროულად უკეთია გმირის,და სოციალისტური შრომის გმირის ორდენი. ერთდროულად გმირი და სოც.შრომის გმირი სსრკ-ში სულ 14 ადამიანი იყო. ბოლო მათგანი 2007 წელს გარდაიცვალა. ასევე ვხედავთ 7 ლენინის ორდენს. სამხედრო პირებიდან 7 ლენინის ორდენი ჰქონდა: ბაგრამიანს და ბუდიონს. ასევე ვხედავთ 3 ოქტომბრის რევოლუციის ორდენს. სსრკ-ში არსებობდნენ ამ ორდენის მხოლოდ 2 გზის კავალერები. 3-ჯერ ამ ორდენით არასდროს არავინ არ დაუჯილდოვებიათ. მოგვიანებით დადგინდა რომ ეს მამაკაცი ბავშვთა საფეხბურთო გუნდის ყოფილი მწვრთელი იყო
2. მეორე და მესამე ფოტო. ეს ფოტო იმდენად ემოციურია რომ რამდენიმე პლაკატზე და ბილბორდზეც კი გაჩნდა,მაგრამ ეს მამაკაცი ცრუ-ვეტერანი აღმოჩნდა. პირველ რიგში იმიტომ რომ მედლები აქვს არეულ-დარეული. წითელი ვარსკვლავის და სამამულო ომის ორდენი უნდა იყოს მარჯვენა მხარეს,მას კი მარცხნივ უკეთია. ასევე ვხედავთ ცარისტულ გიორგის ჯვარს, რომლის ბოლო კავალერი 2003 წელს გარდაიცვალა 103 წლის ასაკში ასევე უკეთია ადმირალ უშაკოვის ტყუილი ორდენი,რადგან ორიგინალი ხუთქიმიანია, მას კი რვაქიმიანი უკეთია გარდა ამისა უშაკოვის ორდენით აჯილდოვებდნენ მაღალი რანგის საზღვაო ოფიცრებს და არა მატროსებს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ბაბუმ 1 წელიწადში ნამდვილი სასწაული მოახდინა და 2011 წელს გახდა პირველი რანგის კაპიტანი
4. ,,გმირი'' ბებო. პირველი ფოტო გადაღებულია 2010 წელს. მასზე ჩვენ ვხედავთ გმირ ბებოს რომელიც პოლკოვნიკია,ხოლო 2012 წელს გმირი ბებო მოულოდნელად გენერალ-მაიორი გახდა და მიიკრა ასევე სოც.შრომის გმირის ორდენი სსრკ-ში ერთადერთი ქალი,ვისაც ჰქონდა გმირის და სოც.გმირის წოდება ეს იყო მფრინავი ვალენტინა გრიზოდუბოვა, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა. ხოლო ბოლოს სოც.შრომის გმირის ორდენით 1991 წლის დეკემბერში დააჯილდოვეს ყაზახი მომღერალი ბიბიგულ ტულეგენოვა
6, 7 და 8 ფოტო. გმირი კაზაკები,რომლებსაც ტანზე ყველა ეპოქის მედლები აქვთ ასხმული განსაკუთრებით მინდა დააკვირდეთ მეშვიდე ფოტოს. ამ მამაკაცის სახელია ვლადიმერ კოჩეტოვი,რომელსაც თავი ვეტერანად მოაქვს. როგორც გაირკვა ის 1939 წელსაა დაბადებული და ომში მონაწილეობა ალბათ მამამისის კვერცხებში მიიღო
9. ბოლოსთვის შემოგინახეთ ყველაზე მაგარი შემთხვევა. მეცხრე ფოტო გადაღებულია 2015 წელს გამარჯვების აღლუმზე. ფოტოზე თქვენ ხედავთ მამაკაცს,რომელსაც თავი მოჰქონდა უშიშროების სუკ-ის საიდუმლო მარშლად, მაგრამ გენერლის მუნდირზე მარშლის ეპოლეტები დაიმაგრა ის ირმუნებოდა რომ წოდება ფარულად მიანიჭა იური ანდროპოვმა,მაშინ როცა ანდროპოვის მდივან-რეფერენტები პოლკოვნიკები ან გენერალ-მაიორები იყვნენ როგორც მოგვიანებით დადგინდა ამ ბაბუს შიზოფრენია აწუხებს და ჯარშიც არ უმსახურია
ფბდან წამოვიღე
ხოდა აი ეხლა გასაგებია ეს ვეტერანები ულევად საიდნა არიან ;დ
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი