ხო არა საინეტრესო არის, კი..
მარა ანუ ვერ იტყვი მასე გადაჭრით რა არის სამშობლო..
სიტყვაზე რაღაც მავთულ ხლართებით შემოღობილი ტერიტორია? რანდომად მასე მოიზარება ხომ? ადამიანების მიერ რომელ შემოღობილ და უამრავჯერ გადატანილ-გადმოტანილ ტერრიტორიაზე დაიაბდები ეგაა შენი სამშობლო? :დ
ტრაბზონში ვინც იბადება ახლა, მისი სამშობლო საქართველოა? ადრე ხომ მასე იყო შემოღობილი ტერიტორია? საქართველოდ მიიჩნეოდა ეგ ადგილი ;დ სსრკში ვინც დაიბადა ეგენი ვაბშე უსამშობლოდ არიან ეგრე გამოდის?

თან მანდ კიდე სხვა საკითხიცაა.. ცნება სამშობლოს როგორც გაფართოება, ასევე შემცირებაც შეიძლება.. სამშობლო საქართველო-ქართლი-თბილისი-უბანი
და გაზრდაც შეიძლება სამშობლო საქართველო-კავკასია-ევრაზია-დედამიწა-მზის სისტემა-მილქი ვეი..
ყველა მაგ ზემოთ ჩამოთვლილზე შეგიძლია თქვა, რომ სამშობლოა შენი.. გააჩნია როგორ უყურებ სამყაროს და საკითხს..
სიტყვაზე მე თუ ვამბობ, რომ ჩემი სამშობლო ევროპაა, ვიღაცა მეტყვის, რომ რანაირად არის ევროპაო? არ ხარ ევროპაში ნამყოფი და არ ცხოვრობ მანდ ამიტომ შენი სამშობლო ვერ იქნებაო.. მასე სიტყვაზე არც სამეგრელოში ვარ ნამყოფი და არ ვცხოვრობ მანდ.. ეგ რატოა მაშინ ცემი სამშობლო? მაშინ გამოდის რომ სადაც ვცხოვრობთ ეგაა? ქართლია ჩემი სამშობლო? მარა მასე არც ხაშურში ვცხოვრობ და გორში.. გამოდის თბილისია მხოლოდ ჩემი სამშობლო..და ისიც კონკრეტული უბანი? ზოგ თბილისის უბანშც არ ვარ ნამყოფი და არ ვცხოვრობ..
ამიტომ ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია დააზუმო და ნებისმიერზე გექნება არგუმენტი, რომ თქვა რო შენი სამშობლოა..
უცხოპლანეტელბი რომ გაიჩითნონ და სადაური ხარო ხომ არ ეტყვი საბურთალოელი ვარო.. ეტყვი დედამიწელი ვარო.. თან ისიც გააჩნია სადაური უცხოპლანეტელი შეგეკითხება..შეიძ₾ება სულ არ იცოდეს დედამიწა რა არის.. სხვა გალაქტიკიდან იყოს.. მაშინ ეტყვი, რომ მილქი ვეიდან ვარო..ეგ გახდება შენი სამშობლო..
მოკლედ გააჩნია როგორი მასშტაბით უყურებ ამ საკითხს.. ვინაიდან ჯერ უცხოპლანეტელბი არ მინახავას, ლიჩნად მე იმაზე შევჯერდი ჯერ-ჯერობით, რომ ჩემი "სამშობლო" - დედამიწაა ზოგადად და არა კონკრეტულად ჩემი უბანი.. ან ვიღაც კლიფონების მიერ შემოღობილი ტერიტორია.. ჩემთვის ახლა ტიმბუქტუ და წალენჯიხაც ერთი და იგივეა, ვინაიდან ვაბშე არცერთში არ ვარ ნამყოფი არასდროს და არც ვაპირებ.. ამიტომ რატოა წალენჯიხა ჩემი სამშობლო და ტიმბუქტი არა? :დ
მოკლედ ფაქიზი მომენტია ხო
Liberté, égalité, fraternité...