მართლა გჯერათ, რომ ბარსასში გადასვლა ფეხბურთელებისთვის პრესტიჟული არ არის ?
მესმის კონკრეტული კლუბის ფანობა სუბიექტურს ხდის ადამიანს,მაგრამ ასეც არ შეიძლება
მოდი განვიხილოთ უბრალოდ და კონტრ არგუმენტები დადეთ ვინც საპირისპიროს ამტკიცებთ )))
ლივერპულს აქვს 67 ოფიციალური ტიტული, ხოლო მანჩესტერს ასევე 67 ტიტული
აქედან ლივერპულს აქვს 14 საერთაშორისო ტიტული, ხოლო მანჩესტერს 8 საერთაშორისო ტიტული
ახლა ბარსელონა 89 ტიტული, თან არ ვათვლი ბაზრობათა თასს და ლათინო თასს და ასევე ესპანეთის სუპერთასის ადრეულ გათამაშებას, თორემ მაგას თუ მივათვლით 97 ადის )))
საერთაშორისო ტიტულები 17 ისევ არ ვათვლი ბაზრობათა თასს

და ლათინოსის თასს, რაც ჩასათვლელია,მაგრამ არ ვათვლი )))
დიდი მათემატიკის ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ ბარსელონა ბევრად წინ არის ტიტულებით, ვიდრე ინგლისის გმირები )))
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისში ესპანეთისგან განსხვავებით უფრო მეტი თასი თამაშდება და რომ არა ეგ დამატებითი თასები, უფრო ნაკლები ტიტული ექნებოდა ინგლისურ გუნდებს
ასევე ბარსელონა მხოლოდ 14 წლიანი ჩავარდნა ჰქონდა საკუთარ ჩემპიონატში, ანუ არ ჰქონდა ლა ლიგა მოგებული,ხოლო მანჩესტერს 24 წლიანი და ლივერპულს 30 წელზე მეტი

ვიღაცა იტყვის ლა ლიგის მოგება უფრო მარტივიაო, ვიდრე პრემიერლიგისო, რაც არ არის მართალი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბარსას კონკურენტია რეალი და ბარსელონას რომ ჩაგრავდენ კიდე მაგას თავად ესპანეთში აღიარებენ რეალის ფანებიც ))) თან ბარსელონა ერთადერთი გუნდია, რომელიც ყოველწელს გადიოდა ევრო ტურნირებზე )))
აქვე ბარსას აქვს 27 ლა ლიგა მოგებული ტოპ გრანდებიდან მხოლოდ იუვეს, რეალს და ბავარიას აქვს მეტჯერ მოგებული საკუთარი ჩემპიონატი, აქვე ბაიერნი სად ასპარეზობს იმედია შეხსენება არ გვინდა )))
ახლა მივადექით ოქროს ბურთს
4 ჯერ მოიგო მანჩესტერის ფეხბურთელმა ოქროს ბურთი და მხოლოდ 1 ლივერპულის
ბარსელონას ფეხბურთელებმა მესის გარეშე- ანუ თუ მესის ამოვაგდებთ 6 მოიგეს ოქროს ბურთი -ანუ იმდენჯერ,რამდენჯერაც
იმ ორმა ინგლისულმა გუნდებმა ერთად
ახლა, ბარსელონაში უთამაშია - კრუიფს,მარადონას, რომარიოს, რონალდოს, რივალდოს, რონალდინიოს, მესის და ა.შ
ფაქტობრივად ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობაზე ვისაც აქვს პრეტენზია მხოლოდ ზიდანს, რონალდოს და პელეს არ უთამაშია ბარსაში, ინგლისიდან მხოლოდ მანჩესტერი თუ გამოვა ბარსას წინააღმდეგ, ისიც ფორმალურად, რადგან ბესტი და რონალდოს უთამაშია მანდ, აი ლივერპულს როდის ჰყავდა ეგეთი ფეხბურთელები ? მაგად მაქსიმუმი ისევ ადგილობრივი ინგლისელი ფეხბურთელებია ისიც არაფერი განსაკუთრებული
ფეხბურთელების უმრავლესობა თუ ფულის თემა არ არის ირჩევენ ბარსას და რეალს, რადგან თუ გინდა ოქროს ბურთი მოიგო და დიდი სახელი დატოვო ფეხბურთში-ეგ ორი გუნდი უზუვნელყოფს მაგ ამბავს.
მაგიტომ იყო სიხარულით რომ გამოიქცა კოუტინიო ბარსაში, არადა არაფერი აკლდა ლივერპულში, იგვე სუარესი და ა.შ.
აი,კლასიკოზე მაგარი დაპირისპირება რაცარუნდა შეფუთონ ინგლისში არცეთი არაა
სად მანჩესტერი ვს ლივერპული რომ არის და სად ბარსა რეალი
უმრავლესობა ფეხბურთელების კლასიკოში თამაშსს აირჩევს