#60540140 · 9 Jul 2023, 16:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასეთი სანახაობრივი ფინალი ბოლო წლებში ხშირად არ მინახავს. სერიოზული ტაქტიკური ბრძოლა იყო მწვრთნელებს შორის.
ინგლისი და ესპანეთიც ორივე მიმართავდა პრესინგს. ორივე თავისებურად ცდილობდა პრესინგიდან თავის დაძვრენას.
ინგლისის ნაკრების მაყურებებლის პოზიციიდან რომ შევხედო. ტაქტიკურად ასეთი გამართული ინგლისის ნაკრები მე არ მინახავს. არცერთი რასაც ვუყურებ ამ საუკუნეში.
ლი კარსლი და ეშლი კოულის წყვილი. ყურადღება მისაქცევია. ზრდადრულობა ეტყობოდათ ფეხბურთელებს. თავდაჯერება. იცოდნენ რას თამაშობდნენ.
კოლვილი მონსტრი იყო დაცვაში და კოლვილთან ერთად. ანხელ გომესიც სასწრაფოდ ნაკრებშია დასაძახებელი. მერე პორტუგალიის ნაკრებისკენ არ გაიწიოს.
ანხელ გომესს აქვს ის უნარი, რაც ყოველთვის უჭირდა ინგლისის ნაკრების 6 ნომერს. პრესინგისგან თავის დაღწევა. თავდაჯერება რომ აქტიური პრესინგის მიუხედავად არ დაიბნეს და ბურთი წინ ზუსტად აიტანოს. ასევე თვითონაც კარგია ჩაშლაზე. ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს კიდევ.
ტურნირის დაწყებისას ძალიან კი გამიკვირდა, კარსლის არჩევანი: ანხელ გომესიც - ჯონსის ცენტრით გამოდიოდა.
როდესაც 21 წლამდელებში არიან ოლივერ სკიპი და გარნერი. ორივე კარგი ფეხბურთელია. მაგრამ მწვრთნელმა უპირატესობა მიანიჭა არა კარგ ჩამშლელებს, არამედ კარგი ტექნიკის მქონე ნახევარმცველებს. ტექნიკა, პასი და ბურთის გათამაშება.
გარნერი დააყენა მარჯვენა მცველად. ესეც გუარდიოლას ტაქტიკის გამოძახილია. მარჯვენა მცველი ბილდ აფში მონაწილეობს. პასს აკეთებს, მაგრამ თვითონ უკან რჩება. კონტს შლის. შეტევაში მომენტებს მარტო შემტევებიც შექმნიან.
ამ სისტემაში გუნდს ტიპური ვინგერი და ფორვარდი არ ჰყოლია. ორი ტექნიკური საყრდენის წინ 4 შემტევი ვინგერი, რომელთაგანაც ყველა მოძრაობდა. ყველა შედიოდა ფორვარდის პოზიციაზე. თან ოთხივე ტექნიკური იყო, ოთხივე ითავსებდა ნახევარმცველის ფუნქციებს. მადუეკე - რომელსაც მაგარი ტურნირი ჰქონდათ. ასე უცბათ ამოაგდო კარსლიმ. რადგან მადუეკე გამოკვეთილი ვინგერია. არჩია პალმერი, უფრო ტექნიკური ნახევარმცველი.
ანხელ გომესი-ჯონსს მაგარი ტურნირი ჰქონდათ. შემტევებსაც ყველას. ცოტა მოიკოჭლეს სმიტ როუმ და გიბს-ვაითმა.
შეტევაში საუკეთესი ფეხბურთელი ენტონი გორდონი. ვინგერი ფორვარდი, ნახევარმცველი. ყველაფერი იყო.
დაცვამ და ნახევარდაცვამ მოიგო ეს ტურნირი. გუნდს ჰქონდა დიდი ტექნიკური არსენალი - შეეძლო ნებისმიერი მეტოქე დაეტოვებინა უბურთოდ და თვითონაც ეთამაშათ მთელი ტაიმი უბურთოს დაცვაში.
This post has been edited by rati nwt on 9 Jul 2023, 17:18
--------------------
_________Liverpool____________
“I'm living the dream" - C.J
http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
https://twitter.com/SkySportsNews/status/888413626465476609
|