#60631029 · 15 Aug 2023, 19:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საუდის არაბეთის ამბიციებს და მიზნებს საზღვარი არ აქვს: როგორც ცნობილი გახდა, საუდელებს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა სურთ!
"კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ საუდის არაბეთის ფეხბურთის მმართველები მომდევნო თვეების განმავლობაში უეფას კონკრეტული მოთხოვნით მიმართავენ და მათი ჩემპიონი კლუბის ჩემპიონთა ლიგაში ჩართვას მოითხოვენ, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იქნება, რადგან ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ევროპული კლუბები თამაშობენ.
არაბების იდეაა, რომ 2024/25 წლების სეზონიდან, როდესაც ტურნირის ფორმატი შეიცვლება, მათ ე.წ. "უაილდ ქარდი" ჰქონდეთ, რაც საუდის არაბეთის ჩემპიონს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობის უფლებას გამონაკლისის სახით მისცემს. ეს გამოიწვევს ალ-ჰილალის, ალ-აჰლის, ალ-იტიჰადის, ალ-ნასრის და ზოგადად, არაბული ფეხბურთის პოპულარიზაციას და საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებას, რაც მათ კიდევ უფრო მეტი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატების საშუალებას მისცემს.
უეფას პოზიცია ამ იდეასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. საუდის არაბეთის კლუბები ამჟამად აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე არაბული კლუბების ჩემპიონთა თასზე თამაშობენ, რომელიც ყოველ ზაფხულს ტარდება და ცოტა ხნის წინ ალ-ნასრმა მოიგო.
|