პირველი არასწორი დაშვება ის არის, რომ ამათ არ ვირჩევთ.
ძალიან კარგადაც აირჩევენ. დიდი ალბათობით ნაკლებად გაქვს რეგიონებთან შეხება. პატარა ქალაქებში და სოფლებში ოცნების მხარდაჭერა პიკზეა.
სადღაც 8 თვის წინ გასვენებაში მომიწია ჩასვლა და ეზოში პირველი რაც მკითხეს ის იყო, თუ რატომ უნდოდა ზელენკის ჩვენი ომში ჩართვა
ბოლოს აღდგომას ვიყავი წასული და ჩემი სამეზობლო სულ გაქოცებული დამხვდა და ეს ის ხალხია, რომლებიც რამდენიმე წილის წინა მიშას მზეს ფიცულობდა.
ის, რომ შენ ან შენი საახლობლო წრე იმედს არ უყურებს, არ ნიშნავს რომ სოფლებში მათი არ სჯერათ.
და როცა არჩევენებს ოცნება მოიგებს რას ვაკეთებთ?
არაფერს, ონლაინ სივრცეში ვწუწუნებთ, ტესტდაფის გამოცდებს ვაბარებთ, მერე რომელიმე აქციაზე პოლიციას თავს გავალახიებთ და საბოლოოდ გერმიანაში ვბარდებთ (იმ იმედით რომ იქამდე მემარჯვენეები არ მოიგებენ იქ არჩევნებს) როგორც პოლიტ დევნილები.
თუ დაუშვებ რომ ოცნება არჩევენებს აყალბებს (დღევანდელი საარჩევნო მოდელით ალბათ არც დასჭირდებათ) და იცის რომ პოტენციური დასაძბულობა ექნება - მაშინ საერთოდ არ შემოუშვებს უკრაინაში მეომარ ბიჭებს საქართველოში. კობახიძე რამე ფორმალურ საფუძველს მოიფიქრებს, არ გაუჭირდება. და თუ სასაზღვრო პუნქტებიდან არ შემოუშვეს, გადმოფრინებიან? არ არის ასე მარტივი მათი საქართველოში ჩამოსვლა თუ ასეთი სცენარი განვითარდა.
ან უკრაინდან ჩამოსულ ხალხს იარაღი არ სჭირდება რომ იბრძოლონ?
სანადირო თოფებით და პისტოლეტებით ხომ არ ირბენენ? ან ასე მარტივად რატომ უყურებ სამოქალაქო დაპირისპირებას.
შენ შეუშვერ ტყვიას თავს? მზად ხარ რომ პირობითად ხაინდრავამ ან უცნობმა პარლამენტთან ჩაგცხრილოს და ამ რისკზე წახვალ?
მახსოვს, მარტში პირველად რომ გამოჩნდნენ რობოკოპები 10 წუთში ხალხი სრულად გამქრალი იყო
არ არის ამ ქვეყანაში იმის სურვილი რომ არსებითი რისკი გაიღოს ხალხმა რადგან ჯერ არის ჩალიჩის ვარიანტი და ერთI-ორი კაპიკი იშოვება. სანამ კუჭის მეოთხედი მაინც სავსეა, არავითარი რევოლუცია არ იქნება.