(მე) მოდი უფრო განვავრცოთ და ამ ვიდეოს დავუბრუნდეთ --
VIDEO 2:20 სამჯერ დაუსვა შეკითხვა ჟურნალისტმა იარაღს მიცემთ უკრაინასო პრეზიდენტის გახდომის შემთხვევაშიო.
3 ვეჯერ თავის არიდების მცდელობა ქონდა.
ბოლოს 2:30 მე რომ პრეზიდენტი ვიყოო ომს დავამთავრებდი 24 საათშიო.
ანუ რეალურად მეოთხეჯერ ცადა კითხვაზე პასუხის არიდება.
2:40 პუტინს და ზელენსკის შევხვდებიო ორივეს აქვს სისუსტეები ორივეს აქვს ძლიერი მხარეო,შევხდებოდი და დავამთავრებდი 24 საათშიო.
ამ ყველაფრის მერე რადგან პასუხი არ გასცა ზემოთხსენებულ კითხვას თავი აარიდა ანუ,ჟურნალისტი უკვე თემას ცვლის და ეუბნება გინდათო ამ ომში რომ უკრაინამ გაიმარჯვოსო ?
პასუხობს ეხლა ტრამპი 2:50 გამარჯვებულის და წაგებულის პოზიციიდან არ ვფიქრობო,მე დასრულებას ვაპირებ ამ ყველაფრისო რომ ამდენი ხალხი სიკვდილი შეწყდესო.
ანუ კიდევ ერთხელ აარიდა კითხვას თავი.
დაიღალა ჟურნალისტი და მეტი კონკრეტიკისთვის ზუსტი პასუხი გამეცითო რუსეთის გამარჯვება გინდათ თუ უკრაინისო,3:16 ტრამპი პასუხობს იგივეს,ისევ აირიდა შეკითხვა.
თუმცა მეტი კონკრეტიკა გამოაჩინა რუსების და უკრაინელების სიკვდილი უნდა შეწყდესო.
მერე ნატოს აჯვამს მეტი ფული უნდა ჩამოვიდესო,ჩვენ ყველაფერს ჩამოვდივართო.
5:00 ჟურნალისტი ეკითხება როგორ ფიქრობთ პუტინი ომის კრიმინალიაო ?
აარიდა ამაზე პასუხის გაცემას თავი და ეხლა აქ ამ დროს ამაზე ლაპარაკი არ გვინდაო
იქამდე 4:42 პუტინზე ლაპარაკობს ძალიან ჭკვიანი ადამიანიაო.
შემდეგ შეცდომა დაუშვაო,არ უნდა შესულიყოო მე რო ვყოფილიყავი პრეზიდენტი არ შევიდოდიო
ამის მერე 4:51 ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ ვლაპარაკობდითო :დ
ანუ ტიპები ომს განიხილავდნენ უკრაინაში ერთმანეთში.
მოკლე შეჯამება ამ ყველაფრიდან -
რუსს ტერორისტს არ ეძახის.
არც პუტინს მოიხსენიებს ომის კრიმინალად.
ანუ ამბობს რომ მე მინდა რომ ომი დამთავრდეს და ამ ყველაფერს გავაკეთებ 24 საათში,დავსვავ ზელენსკის დავსვავ პუტინს და დაველაპარაკები და მოგვარდებაო..
როგორ მოგვარდება შეუწყვიტავს რათქმაუნდა დახმარებას.
მე მინდა რომ უკრაინელიც და რუსიც აღარ მოკვდეს ამ ომშიო.
This post has been edited by Stephen on 9 Jul 2023, 21:31