როსტოვში შევიდა ვაგნერი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და ყველა სამხედრო ობიექტი დაიკავეს ქალაქში, სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი, აეროდრომი და კიდე რაცაა,
ქალაქში მაგათი პატრულები მოძრაობენ და ადგილობრივი პოლიცია ესალმება ჯიგრულად.
რუსეთის საზღვარზე გავლისას მესაღვრეებს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არადა სასაზღვრო ნაწილები ფსბ-ს დაქვემდებარებაშია.
პრიგოჟინმა ვიდეოც გამოაქვეყნა უკვე დილის 7 საათზე ჩაწერილი როსტოვიდან სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბში ჩაწერილი რო გერასიმოვი აქ იყო და გაიქცაო. საბუთები ვნახეთ და გატყუებენ რუსებს და პრეზიდენტსაცო დანაკარგები გაცილებით მეტია ვიდრე იძახიანო, სანიტარული დანაკარგები 1000 კაცამდეაო დღეში.
მოკლედ პრეზიდეტნს ატყუებენ ნაძირლები და მაგ ნაძირლების წინააღმდეგ ვართო, თორე უმაღლესს მთავარსარდალს ვინ რას ერჩისო

ისევ პრიგოჟინის თქმით რამდენიმე ვერტმფრენმა ვაგნერის დაბომბვა ცადა და 3 ჩამოაგდეს და 1 კიდე უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე.
კიდე ვდვ-ს რომელიღაცა ბრიგადამ უარი თქვაო ვაგნერის წინააღმდეგ კაზარმიდან გასვლაზეც კი.
როსტოვის მერე ეხლა ვორონეჟისკენ მიდიანო ვაგნერის კოლონები რუსი სამხედრო კორესპონდენტების ინფოთი და მანდ ისე სიხარულით აღარ ხვდებიან, რაღაც პატარა შეტაკებები აქვთო.
* * *
მოსკოვის აღება 3 დღეში

..........................................