სერჟინიო დესტზე დაირხა ხმები, რომ ყოველი თამაშის მერე სულ უფრო რთული ხდება მისთვის გუნდის მოძებნა, ამიტომ კონტრაქტია შეიძლება შეუწყვიტონო
ნუ კონტრაქტის შეწყვეტა არ ვიცი და იმ 20 წუთში რაც შემოვიდა, ისე ცდებოდა ვინიციუსი, არც იმჩნევდა საერთოდ
უბრალოდ ძაან ცუდი ფეხბურთელია დესტი
ისევე როგროც მარკოს ალონსო, ყველანაირი ლანძღვის გარეშე - უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია
რაც შეეხება კიდევ ერთ საკამათო პერსონაჟს - რომეუს, ცუდად არ უთამაშია.
ბუსის პოზიციაზე კი დგას, მაგრამ ბუნებრივია, რომ მის ფუნქციებს ვერ შეასრულებს და არც არავინ დაავალებს მაგას.
ანუ იქნება 100%ით ჩაშლაზე ორიენტირებული, ბურთის დაცვიდან ამოტანა/განაწილება, პრესინგიდან ამოსვლა, იქნება დე იონგზე
აქამდე თუ ბუსკეცზე იყო ეგ ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში დე იონგი ეხმარებოდა,
ახლა დე იონგზე იქნება ძირითადად და გუნდოგანი მიეხმარება.
რომეუს ეტყვიან, შენ შვილო ცენტრში დადექი და ანაწილე კი არადა ჩეხე ხალხი და არავინ გამოატაროო
შეიძლება დიდი კლასის პატრონი არაა, მაგრამ ფუნქციის ფეხბურთელი იქნება
მაგ სცენარში მგონია რომ გავი გაიჭყლიტება:დ
ანუ რომეუსთან ერთად კიდევ ერთი ბულდოგი, ზედმეტია უკვე.
ბურთის ამოტანის მარტო ერთ კაცზე (დე იონგზე) დაკისრება სახიფათოა,
ამიტომ გუნდოგანი თუ არ დაიმტვრევა, გალა გუნდის წევრი იქნება ეგეც ულაპარაკოდ. როგორც ფუნქციურად ისე კლასით.
პედრიზეც იგივე. გავის მოუწევს როტაციაში სირბილი, + დამტვრეული ხალხის ჩანაცვლება
ნუ შეტევა გასაგებია, ლევანა/დემბელე იდგებიან.
და როცა შესატევი იქნება მესამე ფორვარდი მიემატებათ ხოლმე
This post has been edited by Nicolas_ on 30 Jul 2023, 12:01