რა შუაშია ენდის სიყვარული?
ან ის რა შუაშია შენ სუსტი ხარ და ეგეთები?
სუსტი თუ ხარ ბრძოლის ველამდეც ვერ მიხვიდოდი.
მანდ საუბარია ხალხზე ვინც ბავშვობიდან მეომრად იწვრთნებოდა, მთელი ბავშვობაში ხმლის, მშვილდის და სხვა იარაღის ხმარების სწავლაში ატარებდა, ცხენზე ჯირითობდა და სანადიროდ დადიოდა ხშირად, რაის სუსტი და ტრაკში კუილს ვერ იჭერდნენ?

აგერ მოცეკვავეებს შეხედეთ რომლებსაც ბავშვობიდან ავარჯიშებენ, ზრდასრულები როგორ ელეგანტურად მოძრაობენ და ყველა მოძრაობაზე ეტყობათ კლასი და დიდ ხნიანი ვარჯიში.
ეგრე იყვნენ ის მეომრებიც ბავშვობიდან ხმლით იზრდებოდნენ და ემზადებოდნენ.
და თან 1-10 მოსვლა არ ნიშნავს რო რიგში იდგა ის 10 და ეგრე მიდიოდნენ ყველაზე სათითაოდ.
და რაც მთავარია ძველი წყაროს წაკითხვას ცოდნა უნდა, არ შეიძლება 1000 წლის წინ დაწერილი ან 500 წლის წინ დაწერილი პირდაპირ წაიკითხო და პირდაპირ გაიგო.
ანუ ეგ ნათქვამი ერთზე ათი მტერი მოდიოდაო არითმეტიკულად დათვლი არაა და ეგრე არ უნდა გაიგო რასაც შენ თხოვ, ეგ ნიშნავს რო მტერი ბევრი იყო იმდენად რო 1 ქართველზე რამდენიმე მოდიოდა ანუ ბევრის აღმნიშვნელია.
ისევე როგორც იგივე დიდგორის ბრძოლაზე დასახელებული 600 ათასი თურქი არის არა არითმეტიკული რაოდენობა არამედ ბევრის აღმნიშვნელი უბრალოდ.
ან იგივე ჯალალ ედინნმა რო თბილისი ააოხრა და 100 ათასი ადამიანი მოკლაო. აქაც 100 ათასი არითმეტიკული ოდენობა ხომ არაა არამედ უბრალოდ ბევრის აღმნიშვნელია, იმდენად ბევრის რო დათვლაც კი რთულია 100 ათასიო.
იგივეა ეხლა რო ვიღაცამ თქვას ცაზე ბევრი ვარაკვლავია, მილიონიო.
ანუ მანდ გაყალბება კი არაა უბრალოდ არააწორად კითხულობ ისტორიულ წყაროებს.
არითმეტიკული სიზუსტით უნდა წაიკითხო ნაპოლეონის დროინდელი წყაროები, მაგრამ არა შუა საუკეუნეების წყაროები.