Stephenადამიანები უფრო სუბიექტურები ვართ, ვიდრე ობიექტურები ჩემო სტეფ!
სპორტში რთულია იყო ობიექტური შემფასებელი, რაცარუნდა ინტელექტის პატრონი იყო ძმაო!
მაინც ემოციების თემაა...
თუმცა, ზღვარი ყველაფერს აქვს ჩემო სტეფ!
არ ხარ ცუდი იუზერი და არც ისეთი არაადეკვატური მასტი, რომ შენთან დიალოგს აზრი არ ჰქონდეს, პირიქით, ზოგჯერ კარგად მსჯელობ სხვადასხვა თემებზე და მათ შორის სპორტზეც.
ჰოდა, ობიექტურობაზე და სუბიექტურობაზე რომ დავიწყე ბაზარი, რა მინდა გითხრა- მოკლედ, მესმის შენი იმ მხრივ, რომ როდესაც მილანს ხვდება რომელიმე გუნდი, იმის გამო ვერ იტყვი უარს მილანზე იმ სხვა გუნდში თუ ქართველი თამაშობს.
შენთან ვარ მაგ თემაში. ეგრე მოვიქცევი მეც ბარსას რომ ნაპოლი ხვდებოდეს და რეალში რომ გადავიდეს ხვიჩა, საერთოდ ვერ ვუქომაგებ... ამ ზედმეტ აჟიოტაჟსაც არ ვიზიარებ, მაგრამ იმ ჰეითრებოას რასაც შენ ავლენ, აი ეგ უკვე ზედმეტია )))
კვარა დიდ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის. ბევრ უცხოელს გააცნო საქართველო, ხოლო ბევრიც ამ ქვეყანაში ფეხბურთისკენ შემოაბრუნა; ასევე ბავშვებს მისცა მოტივაცია, რომ ქუჩაში დგომას და 24/7 სადგისის ტრიალს, ჯობია სპორტით დაკავდნენ ან რამე ხელობა შეისწავლო, რადგან თურმე შესაძლებელი ყოფილა ქართველიც იყოს წარმატებული.
შენი არჩევანია უქომაგებ თუ არა კვარას, უბარლოდ, როდესაც შენი თანამემამულე აღწევს წარმატებას მაინც გისწორდება და ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა; თუმცა მაგრად რომ გეკიდოს- ეგეც გასაგები იქნებოდა, უბრალოდ ეს ჰეითრებოა კვარას მიმართ არ ჯდება ლოგიკაში, თორემ ეგეც შენი არჩევანია ))) ბარსელონა ვს რეალი სხვა თემაა, სადაც მილანი და ნაპოლი კი არა მილანი და ინტერიც ვერ მივა, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ნაპოლი არ არის ისეთი საძულველი გუნდი მილანის ქომაგებისთვის, როგორიც რეალია ჩვენთვის და ასევე პირიქით. ბარსა ვს რეალის მტრობა მტრობის ეტალონია )))
ტყუილად ყვები ანდროს.
ანდრო იმიტომ ჰეითერობს- თავის დროზე დაწერა კვარა იტალიაში არავის სჭირდება და საერთოდ რა უნდა ქნას იტალიაშიო, ხოლო მისი პროგნოზი საპირისპიროდ რომ ახდა, ეგ ვერ მოუნელებია და თავის უაზრო თერიას ამტკიცებს.
შენ რატომ გინდა მაგ აბსურდში მონაწილეობის მიღება, ცოტა გაუგებარია.
ასევე, ანტი მესობა და იმის მტკიცება რომ მესის გარეშე ბარსა ისევ ჯგუფში ჩარჩებოდა და მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინესო, ეგეც ზედმეტია; ისევე როგორც თავის დროზე ზედმეტი იყო ათუკას ჰეითერობა რონალდოს მიმართ და იგვე თოლორდავას და სოუზას მესის დიდი კულტის შექმნა )))
ყველაფერში ზღვარია საჭირო და ობიექტურობა ბოლომდე არ უნდა დავკარგოთ.
გერბის თემაც არ არის სასაცილო და ბავშვური, ნამდვილად მოქმედებს ისტორია და წარსული, ანუ ფსიქოლოგიურად, მაგრამ ამ მილანს გერბი ვერ უშველის, კიდე მწვრთნელი ჰყავს ნორმალური, თორემ მაქსიმუმი მაგათი არის ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრა, უბრალოდ პიოლი, მართლა კარგი მწვრთნელია.
არც ბავშვი არ ხარ ასაკს თუ გავითვალისწინებთ და არც პოსტებით მგონიხარ ბავშვი.
მომეწონა შენი მსჯელობა ფიურიზე
ჩემი პოსტი ჭკუსი დარიგებ ან რამე მსგავსი არ არის, უბრალოდ აღვნიშნე ის რასაც ვფიქრობ, თორემ ასევე შენი ნება კვარას ჰეითერი დარჩები თუ არა, მართლა გამიხარდება თუ არ დარჩები, რადგან როგორც თავში აღვნიშნე, არ ხარ ხაზზ გადასასმელი კაცი