Seamusძალიან შენელებულები არიან სამწუხაროდ,წელს ნაპოლის თამაშებს ბევრს არ ვუყურებ რა
მაგრამ რამდენიც ვნახე შარშანდელთან შედარებით ძალიან დიდი სხვაობაა
გარსიას დროს ისე უფრო ნელები მეჩვენებოდნენ ვიდრე მაცარის დროს,მაგრამ ნეაპოლში რეალთან ნაპოლი ბევრად უფრო სოლიდური იყო კლასის ხარჯზე აძრობდა სახეს რეალი
ბერნაბეუზე უბრალოდ ფიზიკურად გადაჯეგეს,ხოსელუს იმ დღეს ფეხზე ცხვარი რომ ჰყოლოდა გამობმული შეიძლება ლიგის ბომბარდირების სიაში პირველიც ყოფილიყო
სპალეტის წასვლის შესახებ იცოდა,მაგრამ მოიყვანა გარსია,რომელიც სპალეტის აფგრეიდი ნამდვილად არ ყოფილა,გამოჩნდა რომ პირიქით უკან გადადგმული ნაბიჯია
მაცარი გარსიაზე ცუდი ვარიანტია,თან ანუ ტიპი იმასაც არ თამაშობს რითიც იყო ცნობილი 3-5-2,სადმე მაინც უთამაშია 4-3-3 სქემით?ფიფაში მაინც?
ნუ დონორობა ურჩევნიათ ესე ვთქვათ,ის დონორობაც რა თქმა უნდა დაუგეგმავია
დღეს სერია ა-ში არის ერთი ტოპ გუნდი,ეგაა ინტერი,ცოტა ადეკვატური სატრანსფერო რომ ჩაეტარებინა დე ლაურენტისს მეორე გუნდობაზე ბრძოლა შეიძლებოდა,იუვესთან და მილანთან რომ ეჭიდავა
დღეს ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება გაწურონ ეს ტოპ 4ია,ისიც იმის ხარჯზე რომ სხვები არ არიან სათანადო დონეზე,სეზონის დასაწყისში ვფიქრობდი რომ ტოპ 4 მარტივი იქნებოდა,მაგრამ მაგაზეც მოუწევთ ბრძოლა ესე მგონია
რაცაა ეგაა,ხვიჩამაც ჯერ უნდა შეხედოს,იქნებ დე ლაურენტისმა შეცვალოს მიდგომა და ზაფხულში მწვრთნელიც მოიყვანოს ადეკვატური და ტრანსფერებიც გააკეთოს
ამიტომ ხვალვე გავიქცე ნაპოლიდან სადმე,ვარიანტი არაა,ბრმად არსად არ უნდა გადავიდეს
თან ძალიან ბევრ გუნდში საშინელი სიტუაციაა,სანამ იქაურობა არ განიავდება და არ დალაგდება,გახედვას აზრიც არა აქვს
იუვენტუსი ინტენსიური პრესინგით მეთვრმატე გუნდია სერიალში,ანუ თითქმის არა აქვთ
კაიზერა რონალდოს პრესინგზე ბჭობდა,ალეგრი იცინოდაო