Guro_ზუსტად ეგ არის პრობლემა რაც თავში დაწერე
რატო ჩანს რო ლივერპულს თანხის დახარჯვა არ შეუძლია ან ჟმოტავენ მფლობელები ვერ ვხვდები
დიასი გაკპო დარვინის შეტევაში ლამის 200 მილიონამდეა გადახდილი
70 მილიონიანი სობოსლაი დაგვირბის, იქ მაკალისტერი, ძველ ტრანსფერებზე არაფერს ვამბობ
პლიუს წარმოიდგინე წელს ჩელსი რო არ გამომხტარიყო მზად იყვნენ კიდევ 150 მილიონზე მეტი დაეხარჯათ ნახმცველებში
რამდენი კლუბია მსოფლიოში ვისაც ამხელა თანხების გასროლა შეუძლია?
აქ პრობლემა სელექციაშია, მანამდე სპორტული დირექტორიც სხვა გვყავდა და კეიტას გამოკლებით იდეალური სატრანსფერო პოლიტიკა ქონდა გუნდს, რის გამოც დაიდო რეალურად ეგ შედეგები: ვეინალდუმი, მანე, სალა, ალისონი ვვდ და ა.შ.
ეხლა კიდე რაც ბოლო წლებში ტრანსფერები გაკეთდა საპირისპირო წარმატებით და შედეგიც შესაბამისი აქვს კლუბს
თან როგორ წარმომიდგენიათ კლოპს ამხელა გაუგებრობა ჰქონდეს მფლობელებთან, გაღიმებული სახით მოძრაობდეს და კონტრაქტს ახანგრძლივებდეს ხო სულ მარტო კოპის ხათრით
კლოპი თან ტიპი რომელიც ყველაფერზე წუწუნებს, მერსისაიდში რო ქარი არასწორად დაუბერავს მაგაზეც
უბრალოდ ის არის რო პირადი სიმპატიები გვაქვს გულშემატკივრებს ამ ადამიანის მიმართ და ლანძღვა მართლა უმადურობაა ისეთ დონეზე აიყვანა გუნდი მაგრამ რეალობას უნდა გაუსწორო კაცმა თვალი
ლივერპულის ფულის არ დახარჯვა დაახლოებით კლოპის ტროლების შემოგდებულ პროპაგანდას გავს რო თვითონ სუფთად გამოვიდეს კარიჩნიდან