worryხოდა ჟორჟინიო ისეთი ტიპია რა, ექვსიანია რომელიც რვიანზე რომ დააყენო იმდენად პროდუქტიული არაა, სისხარტე, ტეხნიკა და დრიბლინგი აკლია,
მეტოქის საჯარიმოსთან ვერ მისცემ ბურთს რომ უცებ პატარა სივრცეში რაღაც მოიფიქროს და მომენტი შექმნას, ეგრევე დააჯდებიან ფეხზე და წაართმევენ,
მაქსიმუმ ერთ შეხებაში რამე პასი გაჭრას და ეგ ახლა ზუსტად ექვსიანის სქილია და არა 10 ნომრის..
რამირესიც უფრო კანტეს ჰგავდა იმჰო ან იგივე ვეინალდუმს. ფაბრეგასი არსენალის პერიოდში კი და ჩელსიში როცა იყო ეგეც წაუჟორჟინიოებდა, სისხარტე და რაღაცეები აკლდა რაც ათ ნომერს სჭირდება.
ჯო კოულს შევადარებდი უფრო, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ჯო კოულებს უკვე დაცვასაც ასწავლიან და უნივერსალურობას აჩვევენ.
მედისონი რომ წაიყვანა ტოტენხემმა ლესტერიდან, ეგეც მაგარია, მაგრამ დაცვაში ვერ თამაშობს, ამისგან განსხვავებით...
მარესკა ისეთი პონტია რა, პოჩეტინიოს ჯობია იმ კუთხით რომ პოჩე დღევანდელ ფეხბურთში უკვე დინოზავრია და ზედა ზღვარი აქვს, რომელსაც ვერ გადასცდება. როგორც ჟოზე, ბენიტესი, სიმეონე, ემერი და ა.შ
ერთადერთი ალბათ ანჩელოტია ამ დინოზავრებიდან, რომელიც გადაურჩა, მაგრამ ეგეც იმიტომ რომ რეალ მადრიდის ტრენერია და რეალ მადრიდია, თორემ ევერტონში ფულიც მისცეს და ვერაფერი ქნა..
ხოდა დღევანდელი სტანდარტია ეს ტოტალური ფეხბურთის ვარიაციები, არა ის რომ გუარდიოლა დააკოპირო, არამედ შენით გაიგო რას გულისხმობს ეს ფილოსოფია და გადაიაზრო, დანერგო.
როგორც მაგალითად არტეტამ, ტიაგო მოტამ, ალონსომ და სხვებმა ქნეს. აი წლევანდელი ესპანეთის ნაკრები მაგალითად, მოკლედ ამ სტილს ვინც არ უბერავს სტაბილურად წარმატებული ვერ იქნება.
ენცოს უპირატესობაც ეგაა რომ ზედა ზღვარი არ აქვს და თუ არტეტამ შესძლო, რატომ ამან არა.
მოკლედ ისეთი გადაწყვეტილება იყო ეგ ჩელსის მხრიდან, რომელიც უეჭველი უნდა ექნათ.
ამან რომ არ ივარგოს, ეგეთი უნდა ეძებონ იქამდე, სანამ არტეტას მსგავსად არ გაცისკრავენ და ნებისმიერმა გრანდმა, ვისაც ამბიცია აქვს წარმატების.
აგერ ბაიერნმა კომპანი წაიყვანა, ბარსელონამ ფლიკი.. ჩელსი არ არის გამონაკლისი.
მე მაგრად მინდა რომ არტეტას, ესეც შეემატოს. PL-ს პრესტიჟი გარანტირებული იქნება კლოპო-პეპის წასვლის შემდეგაც..
This post has been edited by DATOIA on 1 Aug 2024, 09:51