5unnydayარა რა დავარდა
პირიქიტ
გაგაიჯებულები ვისვრით
კონტრ ბატარეულში სული ამოხადა რუსულ არტილერიას
რუსებმა დაცვის მხრივ ყველაფერი სწორი გააკეტეს მარა 1 პრაკოლი მოუვიდათ
უკრ არტილერია დასვალური ტექნიკით, ცვეტში უანალოგო გამოდგა
მაგიტო დაეცა უროჯანიე,მაგიტო დაეცემა მალე რობოტინოც

23 წლის წინ, 2000 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“ ბარენცის ზღვაში ჩაიძირა. ავარიის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 118-ვე წევრი. მკაფიო პასუხი დღემდე არ არსებობს შეკითხვაზე, თუ რა გახდა „კურსკის“ ჩაძირვის მიზეზი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, „კურსკი“ საკუთარი ტორპედოების აფეთქებამ ჩაძირა.
ატომური წყალქვეშა ნავი წვრთნის ჩასატარებლად 2000 წლის 12 აგვისტოს გავიდა ბარენცის ზღვაში. ერთი საათის შემდეგ ხომალდთან კავშირი დაიკარგა. „კურსკი“ დუმდა 11 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობამ გემის დაკარგვის შესახებ გამოაცხადა. დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ რუსეთს დახმარება შესთავაზეს „კურსკის“ გადასარჩენად, მაგრამ კრემლმა ეს წინადადება უარყო და მხოლოდ დიდი დაგვიანების შემდეგ დათანხმდა. ბრიტანეთისა და ნორვეგიის სამაშველო ჯგუფებმა ჩაძირულ „კურსკთან“ მიახლოება მხოლოდ 20 აგვისტოს მოახერხეს და აღმოაჩინეს, რომ ცოცხალი აღარავინ იყო დარჩენილი, კაპიტან-ლეიტენანტ დმიტრი კოლესნიკოვის კაიუტაში ნაპოვნი იქნა წერილი, რომელშიც გემის კაპიტანი წერდა, რომ პირველ და მეორე აფეთქებას 23 ადამიანი გადაურჩა. ექსპერტების დასკვნის მიხედვით გადარჩენილი ეკიპაჟის წევრები მინიმუმ 48 საათის განმავლობაში გემის ბოლო, მეცხრე განყოფილებაში იყვნენ გამაგრებულები სამაშველო რაზმის მოლოდინში.
ტრაგედიამ თავის დროზე განარისხა დაღუპული ეკიპაჟის ოჯახის წევრები და რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხს სთხოვდნენ რუსეთის ხელისუფლებას დაგვიანებული რეაქციის გამო. 2005 წელს დაღუპული მეზღვაურების ჭირისუფალთა ნაწილმა ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით, გამოძიებულიყო „კურსკის“ ტრაგედია. ევროპის სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, თუმცა ეტაპობრივად ყველა სარჩელი უკანვე იქნა გამოტანილი მომჩივანი მხარის მიერ.
„კურსკის“ ტრაგედია დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ამოუცნობ კატასტროფად.
ამ ტრაგედიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება გახლავთ ის, რომ რუსეთმა საკუთარი პრესტიჟის და მატრაკვეცობის გამო უარი თქვა ნორვეგიელების და ინგლისელების დროულად შეთავაზებულ დახმარებაზე და გაწირა უამრავი საკუთარი მოქალაქის სიცოცხლე, ცალკე ამბავია რომ საბოლოოდ წყალქვეშა ნავში შეღწევა პირველებმა ევროპელმა მაშველებმა მოახერხეს მაინც, მეტსაც გეტყვით ჩაძირული ხომალდი ზღვიდან ამოყვანის სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანიებმა „სმიტ ინტერნეიშენელმა“ და „მამოეტმა“ იკისრეს.
მთლიანი ტრაგედია რომ ავიღოთ რუსეთმა მონაწილეობა მხოლოდ ხომალდის ჩაძირვაში მიიღო, სხვა დანარჩენ ოპერაციაში ისინი უძლურები აღმოჩნდენ. მაგრამ ჩვენი საზოგადოება დღემდე იკვებება მითებით - „რუსებს ყველაზე მაგარი „ტეხნიკა“ აქვთ მსოფლიოში ძმაო
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი