ევროკავშირი, ბალკანეთთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების პირველ მოლაპარაკებებს წლის ბოლოს დაიწყებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში არაფორმალური შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ.
შევდივართ გაფართოების პროცესის ახალ ერაში. გაფართოება რჩება ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ძლიერ ინსტრუმენტად. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ აჩვენებს ერთად დგომის მნიშვნელობას ჩვენი დროის მნიშვნელოვან საკითხებზე. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ. ჩვენ ახლა უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზა, რომ ევროპის ეს ხედვა რეალობად იქცეს“, – წერს შარლ მიშელი.