მოკლედ ადამიანის ფსიქოლიგიას ჩავუღრმავდი ბოლო პერიოდში.
და მილგრემის ექსპერიმენტს გადავწყდი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მილგრემის ექსპერიმენტი პირველად აღიწერა ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგის მიერ 1963 წელს. მისი მიზანი იყო დაედგინა, რამდენად დიდი ტანჯვის მიყენება შეუძლიათ ადამიანებს სხვა, უდანაშაულო ადამიანებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ეს მათი პროფესიული მოვალეობაა. ექსპერიმენტის მონაწილეებს უთხრეს, რომ იკვლევენ ტკივილის გავლენას მეხსიერებაზე. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ თვითონ ექსპერიმენტატორი, რეალური ცდის პირი ( „მასწავლებელი“) და მსახიობი, რომელიც თამაშობდა სხვა ცდის პირის როლს („მოსწავლე“). „მოსწავლეს“ უნდა დაემახსოვრებინა სიტყვები მოცემული სიიდან, „მასწავლებელს“ კი – შეემოწმებინა მისი მეხსიერება და შეცდომის შემთხვევაში დაესაჯა ელექტრული დენის დარტყმით, ისე, რომ ყოველ ჯერზე გაეზარდა მისი სიძლიერე.
თავიდან მილგრემის ექპერიმენტი ტარდებოდა იმისთვის, რომ დაედგინათ, როგორ შეეძლოთ გერმანიის მაცხოვრებლებს მიეღოთ მონაწილეობა ადამიანების უდიდესი რაოდენობის განადგურებაში ნაცისტური ტერორის დროს. შედეგად, ექსპერიმენტმა ნათლად აჩვენა ადამიანების უუნარობა (ამ შემთხვევაში „მასწავლებლების“) შეწინააღმდეგებოდნენ ხელმძღვანელს (მკვლევარს), რომელიც ავადლებულებდა „მუშაობის“ გაგრძელებას მიუხედავად იმისა, რომ „მოსწავლეს“ ზიანი ადგებოდა. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ცნობიერში ღრმად არის გამჯდარი ავტორიტეტების მორჩილება, შინაგანი კონფლიქტისა და მორალური დილემის შემთხვევაშიც კი. თვითონ მილგრემი ამტკიცებდა, რომ ავტორიტეტის წნეხის ქვეშ, ადეკვატური ზრდასრული ადამიანები ძალიან ბევრზე არიან წამსვლელები.
საინტერესო რამეა.
პირდაპირ პრიგოჟინზე გადის თან :დ
ანუ წინააღმდეგობის გაწევა დააპირა მაგრამ მაინც ზემდგომის და ავტორიტეტის მორჩილება გამოამჟღავნა ბოლოს.
სულ რომ კარგი შანსი ქონოდა პუტინის ჩაძაღლების მაინც იგივეს იზამდა.