აზოვცი

არ მახსოვს დავდე თუ არა აქ მათი ფიცი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უკრაინა, გმირების წმინდა დედაო, ჩემს გულში შემოდი, კავკასიურ ქართა ქარიშხლით შემეხე, კარპატების ნაკადულების ხმით, სახელოვანი დამპყრობლის, მამა ხმელის (ბოგდან ხმელნიცკი) ბრძოლით, რევოლუციის ტრიუმფითა და ქვემეხთა ხმაურით, სოფიის ტაძრების მხიარული რეკით. დაე, ჩემი სული შენში აღორძინდეს, შენი დიდებით გაბრწყინდეს, რადგან შენ ჩემი ცხოვრება ხარ, რადგან შენ ხარ ჩემი ბედნიერება. გამაგონე ბორკილის ჟღარუნი, სახრჩობელას ჭრიალი დარდიან დილის ჟამს, მომიტანე ნაწამებთა კივილის ხმა ციხეებიდან, დილეგებიდან და გადასახლებებიდან, რომ ჩემი რწმენა გრანიტად იქცეს, რომ გულმოდგინებამ იმატოს, მძლავრობდეს, რომ მამაცად მივიწევდე ბრძოლაში ისე, როგორც გმირები მიდიოდნენ შენი სახელით, წმინდაო! შენი დიდებისთვის, შენი წმინდა იდეებისთვის, რომ შური ვიძიო მორჩილების სირცხვილზე, შეურაცხყოფილ ღირსებაზე, შენი ჯალათების წამებაზე, შენი ნაწვალები შვილების უბრალო სისხლზე, უკრაინის ერის გმირების დიდებულ სიკვდილზე და სხვა ათას ჩვენთვის უცნობზე ვისი ძვლებიც მიმობნეულია ან საიდუმლოდ არის დამარხული. სიცოცხლისმქმნელი ცეცხლით დაწვი სისუსტე ჩემს გულში. დაე, ნუ მეცოდინება შიში, ნუ მეცოდინება რა არის ყოყმანი, სული გამიმყარე, ნებისყოფა გამომიწრთე, ჩემს გულში დაისადგურე! აღმზარდე ნათელი ქმედებისთვის. ამ ქმედებაში მაღირსე სიკვდილი, ტკბილი სიკვდილი შენთვის წამებულს. და გავიშლები შენს სხეულში, და სამუდამოდ შენში ვიცოცხლებ, ძირძველო უკრაინა, წმინდანო, ძლიერო, ტაძარო!“
This post has been edited by Andro_forza juve on 15 Aug 2023, 17:48
Liberté, égalité, fraternité...