#62270788 · 17 Sep 2025, 02:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Gubaza-Milionera
დაცვაში ვან დე ვენი არის ძალიან კარგი, იბრძვის ყველა ბურთზე, რომეროს აქვს ხარვეზები და უნდა გამოასწოროს, ხშირად აკეთებს არაზუსტ პასს და მიკისნაირი სტაბილური არაა.
შეტევაში პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით ისაა, რომ ტაქტიკა აქვს არასწორი ფრანკს. არც სიმონსი და არც კუდუსი არ არიან კლასიკური მარცხენა-მარჯვენა შემტევები, ორივე ცენტრში უნდა შემოწიოს და იქ უფრო პროდუქტიულები იქნებიან, ვიდრე ფლანგებიდან ჩაწოდებებით, ტექნიკურადაც უჭირთ იქ, დრიბლინგი ფლანგებიდან არ გამოსდით, სიმონსს განსაკუთრებით ეტყობა რომ ცენტრში უფრო კარგად ითამაშებს, ორივეს უნდა მოუხერხოს ფრენკმა რამე.
ნუ რიშარლისონი არაა რა დონე, მაგაზე დავწერე უკვე, ისევ ეს სოლანკი თუ იზამს რამეს, ან იქნებ კოლო მუანმა გაქაჩოს, ბრაიტონთან დააყენოს სასტარტოში და მანდ გამოჩნდება რა ბიჭია.
დღეს ვან დე ვენით, ბერგვალით და ბენტანკურით ვარ კმაყოფილი, სიმონს-კუდუსს არაუშავდათ, მაგრამ არასწორ პოზიციებზე თამაშობენ აშკარად, სხვებს ხარვეზები აქვთ და უნდა გამოასწორონ, სარიც ვერ ბრწყინავდა დღეს, არასტაბილურია პაპე, როტაციას მიმართოს ფრანკმა და პლ-ში სარი ათამაშოს, ლიგაზე პალინია, ძალებსაც დაზოგავენ და იქნებ ასე გაამართლოს, რავი აბა.
--------------------
They didn't know it was impossible, so they did it- Mark Twain
For with much wisdom comes much sorrow; the more knowledge, the more grief- Ecclesiastes 1:18
To be yourself in a world that is constantly trying to make you something else is the greatest accomplishment- Ralph Waldo Emerson
|