Stephenbachichi83Gumpდავიდ ვილიადავანებოთ მესებს თავი და ზოგადად ვეცადოთ ობიექტურად შევაფასოთ, მართლა პოლიტგანყში ხომ არ ვართ ან ანდრო ხომ არ ვართ
მოდი არგუმენტებით ვიბაზროთ.
მე ჩამოვწერ კრიტერიუმებს და ქულებს დავწერ, ვინც არ მეთანხმებით შეგიძლიათ თქვენი არგუმენტები დაწეროთ.
ვინ უფრო ადრე გახდა გრანდი პირველი შეფასასების კრიტერიუმი იყოს ეს.
ბარსელონა, მილანი და ლივერპული შექმნიდან ძალიან მალე იგებენ ტიტულებს და
1960 წლამდე ასეთი სიტუაცია გვაქვს 8 ჩემპიონობა საკუთარი ქვეყნის ბარსას, 15 საკუთარი ქვეყნის თასი. ლივერპული 5 საკუთარი ჩემპიონატი და 4 ინგლისი ასოციაცის თასი. მილანი-7 საკუთარი ჩემპიონატის მოგება. ბავარია- 1 ჩემპიონობა გერმანიის და 1 გერმანიის თასი.
ახლა რა მდგომარებოა გვაქვს საკუთარ ჩემპიონატებში ამ დროს - ბარსელონა პირველზეა ყველა ტიტულით საკუთარ ქვეყანაში, ხოლო ლივერპული გაგიკვირდებათ და მხოლოდ არსენალს ჩამორჩება :დ მილანი იუვენტუს, მაგრამ მაინც საკმაოდ ტიტულები აქვს, ხოლო ჩვენი ბავარია გერმანული ფეხბურთის მაშტაბითაც არ არის გრანდი და მხოლოდ 70-იანებში ხდება გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ფლაგმანი, ანუ ყველაზე გვიან გახდა სწორედ ბავარია გრანდი.
ქულები- ბარსას 5 ქულა, მილანს 4 ქულა, ლივერპულს 5 ქულა- რადგან თასებიც ჰქონდა მოგებული მილანისგან განსხვავებით, ბავარიას -5 ქულა.
საერთაშორისო არენაზე რომელი უფრო ადრე გამოვიდა- არსებობდა ჩემპიონთა ლიგამდე ლათინო თასი და ეგ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საერთაშორისო ტიტულებზე ვსაუბრობთ- აქ ბარსამ მოიგო პირველად მერე მილანმა- ჩემპიონთა თასზე მილანი თამაშობს აქედან ყველაზე ადრე ფინალს, ხოლო მერე ბარსელონა. ხოლო სხვა ევროპულ თასებზე ბარსელონა იგებს ბაზრობათა თასს, მერე ბავარია თასების მფლობელთა თასს და შემდეგ ლივე უეფას თასს.
აქ გვაქვს ასეთი სიტუაცია- ობიექტურად ვაფასებ ახლა და ვითვალისწინებ ამა თუ იმ თასის პრესტიჟს.
მილანი ულაპარაკო ლიდერია, რადგან პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი და ლათინო თასის გამო 5 ქულა მილანს, ბარსას 1 ქულა ლათინო თასისთვის, 1 ბაზრობათა თასის გამო და 1 ქულა ჩემპიონთა თასის ფინალში თამაშის გამო. 3 ქულა. ბავარიას 2 ქულა თასების მფლობელთა თასის გამო და ლივერპულს ასევე 2 ქულა.
ახლა შემდეგი კრიტერიუმი- ვინ მოიგო ყველაზე ადრე ჩემპიონათა თასი მილანი 5 ქულა, ბავარიას 5 ქულა, რადგან ამ გუნდებიდან ერთადერთია ზედიზედ ვინც მოიგო ეგ ტიტული, ლივერპულს 4 ქულა, ბარსას როგორც ყველაზე გვიან მომგებს -5
გადავდივართ შემდეგ კრიტერიუმზე საერთო ტიტულები- ბარსა 100 ტიტული, ლივერპული 68, მილანი 52, ბავარია 83 საერთო ტიტული.
აქ რაღაცები არის გასათვალისწინებელი, ანუ ბავარიას კონკურენტი არ ჰყავს საკუთარ ჩემპიონატში :დ ამათგან განსხვავებით, ამიტომ ცოტა ქულები უნდა დავაკლო )))
ბარსას 5 ქულა, მილანს ტიტულების ხარისხის გათვალისწინებით და იმის ხარჯზე, რომ სერია A ერთ დროს საუკეთესო ლიგა იყო, ხოლო უძლიერესი პრემიერლიგა რაც გახდა ლივემ ერთხელ მოიგო- მილანს 4 ქულა, ლივეს 4 ქულა და ბავარიას4
ყველაზე პრესტიჟული ტიტული ჩემპიონთა თასი - მილანს 5 ქულა, ბავარის 4, ლივერპულს, 4 ხოლო ბარსას 3 ქულა.
საკუთარი ჩემპიონატი - ბარსას 27 ჩემპიონობა ლივერპულს 19, მილანს 19, ბავარიას 33.
აქ ბავარიას ისევ უნდა დავაკლოთ ობიექტურად, რადგან ბუნდესლიგაა :დ
ბარსას 5 ქულა, მილანს 4, რადგან ლივერპულისგან განსხვავებით უძლიერესი სერია A აქვს მოგებული, ბავარის ყველაფრის მიუხედავად 4 ქვემოთ ვერ ჩამოვიყვან, ხოლო ლივერპულს 3.
საერთაშორისო ტიტულები- აქ რაღაც ტიტულებს მოვაკლებ, რადგან არის რამოდენიმე ტიტული, რომელსაც უეფა არ ცნობს )))
ჰოდა, მხოლოდ უეფა და ფიფია რომელსაც ცნობს იმის მიხედვით ჩამოვწერ.
მილანი- 19, ბარსელონა - 17 ტიტული, ლივერპული 14, ბავარია 14 )))
ხო, ისე ის რომ არ ცნობს უეფა, ბარსას აკლდება და არა ამათ რომ იცოდეთ ისე, თორემ ბარსას უპირატესობა საგრძნობია )))
აქ მილანს 5 ქულა, ბარსას 4, ბავარიას და ლივერპულს 3 ქულა.
სტაბილურობა რაც გრანდები გახდენ ანუ გუნდები
ბარსას დიდი ხნიანი ჩავარდნა არ აქვს მხოლოდ ერთხელ იყო, მილანს კი აქვს ჩავარდნა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გრანდი, ბავარიას არ ეთვლება გასაგები მიზეზების გამო )))
მოკლედ, ბარსას 5 ქულა სტაბილურობისთვის, მილანს 3, ბავარის 3, ხოლო 30 წელლიანი ჩავარდნის გამო ლივეს -5 საჯარიმო ქულა :დ
მივადექით ოქროს ბურთებს ბარსას 12 ორქოს ბურთი, მილანს 8, ბავარიას 5, ხოლო ლივერპულს 1
ბარსას 5 ქულა, მილანს 4 ქულა, ბავარის 3, ხოლო ლივერპულს -1 ქულა
ფეხბურთელები ვისაც უთამაშიათ, აქ ბარსა ლიდერია და პირდაპირ 5 ქულა, შემდეგ მილანი 4ქულა, შემდეგ ბავარია 3 ქულა, ხოლო ლივეს -1
ახლა შევაჯამოთ ქულები )))
თუ არ ვცდები მილანმა 43 ქულა მოპოვა, ხოლო ლივერპულმა-19 ქულა აიღო ასევე თუ სწორად დავითვალე ))) ბავარია- 29 ქულა, ბარსას- 35 ქულა
მესმის ვიღაცებს ექნებათ პრეტენზიები, მაგრამ მიახლოვებით ასეა :დ