შარშან ისეთი ფსკერი გაიხვრიტა, თავისი მსოფლიოს საკლუბოთი რომ წელს ელემენტარულებით უნდა ვიკაიფოთ

მაგალითად რიკო რომ გააქრო და ბრაიტონთან წაგების შემდეგ თითქმის აღარ გვინახავს...
ტრაფორდმა რომ გააჯვა და ედერსონას ღირსეული შემცვლელი ჩადგა კარში...
ნიკო გონსალესი რომ პროგრესირებს და როდრის შემდგომი ცხოვრებისთვის ვემზადებით..
მატეუსა და ორაილი რომ გამოჩნდნენ ფლანგებზე და ცოტა ავსწრაფდით.
ფოდენს რომ ნელ-ნელა ენერგია უბრუნდება და თავის სტილში გოლების შეყრა დაიწყო
ჩერკის ტალანტს რომ ვხსნით ნელ-ნელა და კაი რაღაცეებს გვაძლევს..
და ა.შ და ა.შ
თემა რა არის, მარათონში როცა ვიყავით წინა წლებში, გვქონდა იარაღების ულევი მარაგი...
ჰაალანდი ვერ გაიტანდა ? დებრუინე იყო იქვე თავისი არანორმალური ქლაჩ გოლებით..
ფოდენი თავისი ინდივიდუალური გოლებით, ხუილო, ამას დაუმატე მაჰრეზი, დაუმატე ბერნარდო,
გუნდოგანის უეცარი შეყოფები და სულ ბოლოს როდრიმ დაიწყო კაი შემტევი რვიანის სტატისტიკით მოძრაობა..
ეი რა უნდა გექნა როცა PL-ს საშუალო ან პატარა გუნდი იყავი რომ ამას გადარჩენოდი. ყველამ იცოდა ეს ფეხბურთელები
მაგრამ თამაშის დროს თითოეული აკონტროლო არის ურთულესი საქმე და ვერც აკონტროლებდნენ, ამიტომაც ვიყავით მონსტრები
და ვერავინ გვიქაჩავდა გონკაში. სიტი მარათონში ყოფილიყოს ეი ქულა-ქულაში და წაეგოს ეგეთი არ არსებობს, ყოველთვის ვიგებდით.
11/12 აგუეროს გოლით ბოლო ტურში,
13/14 ბოლო ტურში
17/18 ნუ აქ 100 ქულა დაიდო..
18/19 კომპანის არანორმალური გოლი და ბოლო ტურში მოვიგეთ აქაც
20/21 აქაც მარათონის გარეშე, სადღაც მარტიდან უკვე გამოეთიშა ლივერპული
21/22 სასწაული ქამბექი ასტონ ვილასთან
22/23 ნუ აქ ტრებლის სეზონი და გასაგებია
23/24 აქაც ბოლო ტურში ვესტ ხემთან, იქამდე ორტეგას სეივები და სასწაული მეორე წრე..
ახლა კიდევ ჰაალანდი ვერ გაიტანს და მაქსიმუმ ფოდენისკენ გაიხედო

როდრი აღარაა, ბერნარდო გამოწუწნულია და ბოლო სეზონი აქვს...
დებრაინე წავიდა, გრილიში, ხუილო, გუნდოგანი, ვოქერი, ედერსონი, აკანჯი...
სეზონის ბოლოს მიდიან ბერნარდო, ჯონია, აკე და კოვაჩიჩი.. შეიძლება როდრიმაც დაგვტოვოს.
ტრებლი ვინც მოიგო იმათგან ალბათ ჰაალანდი და რუბენა დაგვრჩება მხოლოდ

.
ეს ახლები კიდევ უმრავლესობა U25-ა..
ჩერკი, რაინდერსი, მარმუში, ბობი black box-ები არიან, იმდენი არ უთამაშიათ რომ ზუსტად ვიცოდეთ რას ველოდოთ, დრო სჭირდებათ რომ ის მანქანურობა და სისტემურობა შეიძინონ რაც ზემოთ ჩამოთვლილ იგროკებს ჰქონდათ..
სავიო და დოკუ ვერ არიან იმ დონის ფეხბურთელები. black box-ები არ არიან მაგრამ რასაც ვხედავთ კაი არაფერი ყრია შიგნით

მოკლედ მშენებარე გუნდია რა, სხვა რაღაცეებით უნდა ვიკაიფოთ.
გეგმა უნდა იყოს რომ წელს ამ ფეხბურთელების ყუთები მაქსიმალურად გავხსნათ და ამ ცოდნით გავიდეთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე და ზუსტად იქ გავძლიერდეთ სადაც ამის საჭიროება იქნება და მერე შევიდეთ მარათონში, როცა მყარად ვიდგებით და სრულად გვეცოდინება ჩვენი შესაძლებლობები..
ახლა ვართ დაახლოებით იმ ეტაპზე, გუარდიოლას პირველ სეზონში ჩელსისთან რომ პირველ წრეშივე გამოვეთიშეთ ბრძოლას და მეორე წრიდან ახალი გუნდის შენება რომ დაიწყო: დებრუინე-სილვას რვიანები, სანე-სტერლინგის ვინგები, ჟესუსა

და მატჩიდან-მატჩამდე რომ ვუმატებდით, ცხადია ჩავარდნებთან ერთად - მაგალითად მონაკო, ვენგერის არსენალთან წაგებული თასის ფინალი..
ახლაც დაახლოებით ეგ პონტია. ამდენი წლის შემდეგ პირველადაა რომ თამაშის შემდეგ ჩანაწერებსაც ვუყურებ, იმიტომ რომ იმდენი ახალი ვიღაცაა და იმდენი სიახლეა, რომ არ მყოფნის 90 წუთი თითოეულს რომ კარგად დავაკვირდე და შევისწავლო, გუარდიოლას ინტერვიუები რომ დავიჭირო ახალი-ახალი რაღაცეები და ვარჯიშის ვიდეოები თავისთავად.. ამასაც თავისი მუღამი აქვს

აბა ტრებლის გუნდი კი მონსტრი იყო, მაგრამ ყველა მობეზრებული მქონდა, ჰაილაითებსაც აღარ ვუყურებდი ბოლოს და არც გუარდიოლას ინტერვიუები მაინტერესებდა, იმდენად გასაგები იყო ყველაფერი..
This post has been edited by DATOIA on 9 Nov 2025, 11:37