რეინდერსი კარგად ჩაჯდა დოკუს პოზიციაზე ამ სისტემაში, დოკუზე მეტად მომწონს..
უკვე 10 საგოლე კონტრიბუცია აქვს, გაუსწრო დოკუს. ფულემთან შეაგდო, ვესტხემთან და ნოტინჰემთან,
თან ტაპინი არცერთი იყო...
კი კარგია ეს ფრისტაილი და მაიმუნობა ბურთით, მაგრამ შედეგია მთავარი და end product.
თან დოკუ რომ გაიქცევა და ააჩქარებს ტემპს, მერე სხვები იღლებიან.
ახლა არის პასი, პასი, პასი და ბოლოს ჩერკი ან ფოდენი აკეთებენ action-ს, ტემპი დაბალია მაგრამ გუნდი ნაკლებად იღლება.
ჩერკიში ეგ მომწონს რა, დებრაინე დოკუს მსგავსად იყო სწრაფი ფეხბურთის იგროკი. ჩერკის სისწრაფე არ სჭირდება, კაკრაზ
მანდ უფრო უჭირს, ამას ევასება ნელი ტემპი და მანდ თავისი კრეატივით ხვრელების პოვნა, საჩვენო კაცია, დავიდ სილვას უფრო
ჰგავს ვიდრე დებრაინეს, მაგრამ სილვასგან განსხვავებით ფინიშიც არ აქვს ცუდი, მაზილა არ არის ჯერ-ჯერობით.
1 თამაში დარჩა პირველი წრის დასრულებამდე და რომ შევაჯამოთ კონტრიბუციები:
ჰაალანდი - 29
ფოდენი - 14
ჩერკი - 13
რაინდერსი - 10
დოკუ - 9
გვარდიოლი - 7

გამოსწორდა სიტუაცია. 3 თვის წინ ჰაალანდს რამდენიც ჰქონდა ჯამში, იმდენსაც ვერ აგროვებდნენ სხვები..
ახლა სადღაც 30% არის ჰაალანდის და დანარჩენი გოლები სხვებზე მოდის...
რადგან ჰაალანდი ფეხჩოგანაა და დონარუმაც არაა ედერსონის დონის, ნახევარდაცვის გადატვირთვა
არის იდეალური გამოსავალი. ნიკო, ბერნარდო, ფოდენი, ჩერკი, რაინდერსი - 5 ნახევარმცველი გვყავს
ბოლო თამაშებში და პლიუს მატეუსა / ორაილი ყოფილი ნახევარმცველები, გვარდიოლიც 2 სეზონი თამაშობდა
მარცხენა ფულბექზე და სისწრაფე-ტეხნიკა მაღალ დონეზე აქვს.
ამას ვითხოვდი მსოფლიოს საკლუბოზეც და სეზონის სტარტზეც. სავინიო-დოკუზე თამაშის აწყობა როცა ფოდენი-ჩერკი გყავს იყო სისულელე ან იგივე ბობი.. 4-3-3-ს გუნდი არ გვყავდა, გვყავდა 3-4-3-ს ან ახლანდელი ნაძვის ხის სისტემის გუნდი, მაქსიმალურად გადატვირთული ცენტრით და ფლანგებით სადაც მატეუსა-ორაილი უფრო ვინგბექები არიან ვიდრე კლასიკური ფულბექები.
ახლა აქ რაც არ მომწონს არის ფოდენის პოზიცია, მაგრამ ბერნარდოს პოზიცია უფრო კრიტიკულია და ჯობია ფოდენი გაიწიროს, იმიტომ რომ ბერნარდო თუ კომფორტულად ვერ იქნება და ნიკოს შესაბამის დახმარებას ვერ გაუწევს, მერე უფრო გაგვიჭირდება..
ანდერსონის მოსვლა ამ პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ იქამდე წელს როდრი ან კოვაჩიჩი თუ მობრუნდებიან მანდაც დავლაგდებით, ფოდენი გადავა მარჯვნივ და როდრი / კოვაჩიჩი მარცხნივ. ანდერსონიც მარცხნიდან თამაშობს.
-------------------------დონარუმა--------------------------------
მათეუსი---რუბენა-------------გვარდიოლი-------ორაილ
----------ბერნარდო-----ნიკო---------ფოდენი----------------
--------------------ჩერკი-------------რაინდერსი------------------
----------------------------ჰაალანდი----------------------------------
აქ შემტევ სამეულში დოკუს და სემენიოს რესურსი საკმარისია სკამიდან.
ფოდენსაც შეუძლია ზემოთ ასვლა რო რამე.
ბერნარდო რომ წავა ანდერსონი გვჭირდება.
როდრი ან როდრი თუ წავა მაგ ფულით +1 ნახევარმცველი (მაგალითად ვორტონი)
რაინდერსის ჩაწევაც შეიძლება ან მატეუსა-ორაილის ამოწევა და რიკო ღრმა ზამენა.
ამიტომ სავინიო, მარმუში, ბობის გაყიდვა თავისუფლად შეიძლება და მაქედან ერთი 100-120 მილიონის მოგროვება.
ბობში 30 მილიონს იხდის დორტმუნდი, სავინიო 60-ში უნდოდა სპურსს და მარმუშიც 50-60-ში გაიყიდება.
როდრი თუ გაიყიდება სადღაც 50-100 მილიონი მაქედან წამოვა.
კოვაჩიჩიც ასე 10-15 სადმე არაბეთში ან დარჩეს სკამზე..
This post has been edited by DATOIA on 30 Dec 2025, 18:03