lankasteriკოვაჩიჩმა რაც ითამაშა კაი ტიპი იყო..
ბოლო PL რომ მოიგეს მანდ როდრის კარგად ეხმარებოდა, გუნდოგანის ფუნქციები ამოავსო...
შარშან როდრი რომ აილეწა მთავარი ტიპი იყო ნახევარდაცვაში, მისი დახმარებით გავედით მესამეზე.
წელს აილეწა ორჯერ და მარტში მობრუნდებაო, არადა ამ გუნდშიც კარგად ჩაჯდებოდა, მაგრად გვჭირდება.
იდეაში როდრი-კოვაჩიჩი უნდა ყოფილიყო ძირითადი და ნიკო-ბერნარდოთი გადავიარეთ მთელი პირველი წრე

გვარდიოლი არის უდიდესი დანაკლისი.
ლაპორტი რომ აილეწა 2019-ში, ეგეც ტერმინატორი მცველი იყო და მერე ვეღარ მობრუნდა, შეიძლება ამასაც ეგრე დაემართოს.
ძირითადს რაც შეეხება ეგაა კი, მაგრამ უკვე სკამიდანაც კაი ვარიანტები გვაქვს.
რაინდერსის პოზიციაზე სემენიო ან დოკუ. ფოდენის პოზიციაზეც შეიძლება სემენიოს დაყენება.
ბერნარდოს პოზიციაზე ნიკო გონსალესი როდრისთან წყვილში ან რაინდერსის ჩამოწევა.
მარმუში და აიტნურიც არ უნდა დავივიწყოთ. მარმუში ჯერ ტრავმებში იყო და მერე ეს ტურნირი დაეწყო, წესით მეორე წრეში უნდა გვაჩვენოს საბოლოოდ რა შეუძლია და რამდენად საჭიროა, თორემ რაინდერსი-სემენიოს პირობებში უკვე თითქოს ზედმეტია.
აიტნურიც როგორც მინიმუმ ორაილის კარგ შემცვლელად უნდა ჩამოყალიბდეს, არ გვჭირდება ფლოპები

კაროჩე გვარდიოლი რომ არ ალეწილიყო უშნოდ, ვიტყოდი რომ ყველაფერი გვაქვს კაი მეორე წრისთვის, მაგრამ ძაან საჭირო კაცი წეგვექცა.
ერთადერთი დადებითი ისაა რომ ამ გადარეულ ხუსანოვს მიეცემა წუთები და კარგ გამოცდილებას მიიღებს.