lankasteriსაყრდენს თუ არ მოიყვანენ ლიგაზე დიდი ალბათობით ვერ გავალთ, რაც არ უნდა დალაგდეს წინ სიტუაცია

ლივერპული უეჭველი გასულია და არსენალი.
რჩება სიტი, ჩელსი, ნიუკასლი, ნოტინჰემი და ასტონ ვილა.
ნიუკასლი ისეთ ხოდზეა ზედიზედ 10 თამაში მოიგო ყველა ტურნირზე, ყველა დიდი გუნდი დააყუმბარა ვისაც შეხვდა და ასეც გააგრძელებენ სეზონის ბოლომდე.
ჩელსიც ჯერ-ჯერობით ჩვენზე კარგ ხოდზეა და შემადგენლობაც დაბალანსებულია, პლიუს ახალგაზრდული და ჯანზე.
ასტონ ვილამ შეიძლება ჩაიჯვას და ნოტიჰემმა და მეხუთე ადგილიც გვეყოს გამსვლელი, მაგრამ ამაზე ფსონის დადება სისულელეა.
აგერ გაიტანეს 2 ბურთი, იგებდნენ თამაშს და 10 წუთში ლამის სამი გაუშვეს, აკეს კარიდან რომ არ გამოეტანა...
თან რა თემააა, ადრე როცა ცრუ ფორვარდი გვყავდა და ჟესუსაც ჩართული იყო ატბორებში და პრესინგებში და პლიუს სამი ენერგიული ნახევარმცველი ემატებოდა,
მაშინ შეგვეძლო მაღალ დონეზე თამაში ისე რომ გუნდოგანის ან კოვაჩიჩის სტილის ნახევარმცველი გვყოლოდა ექვსიანზე და ამას პრობლემა არ შეექმნა.
მაგრამ დღეს რა სიტუაციაა: ჰაალანდი კლასიკური ფორვარდია, დებრუინე დაბერდა და მეორე ფორვარდს თამაშობს სამი სეზონია, ამიტომ განლაგება გვაქვს:
----------------------ედერსონი--------------------------
--------აკანჯი------რუბენა--------გვარდი---------
-----------------ჯონია-----------კოვაჩიჩი-------------
ფოდენი-----------ბერნარდო-------------------სავიო
-----------------კდბ------ჰაალანდი----------------------
ანუ ჟესუსას სეზონებისგან განსხვავებით, -2 კაცი ზემოთ გვაკლდება ატბორებში კდბ და ჰაალანდი.
ბერნარდო დაბერდა და ისე ვეღარ დარბის როგორც 3-4 წლის წინ და ფაქტობრივად კოვაჩიჩზე ტყდება ყველაფერი,
რაც მერე იმას იწვევს რომ 1 კაცი ვერ ქაჩავს და ბევრი შეტევა გვიძვრება, ბევრი შეტევა იწვევს ბოლო წუთებში გადაღლილ დაცვას
და ეგ მერე იწვევს გაშვებულ გოლებს
ამიტომ საყრდენი თუ არა როგორც მინიმუმ კოვაჩიჩის დონის 2 ნახევარმცველი უნდა მოიყვანონ, რომლებიც უბრალოდ ირბენენ და კდბ / ბერნარდოს უნდა გააჯმეინონ...
შესაბამისად ეს ტაქტიკა უნდა გადალაგდეს:
----------------------ედერსონი--------------------------
--------აკანჯი------რუბენა--------გვარდი---------
-----------------ჯონია-----------კოვაჩიჩი-------------
ფოდენი-----XXXXX----------XXXXXXX-----სავიო
------------------------ჰაალანდი--------------------------
როცა ცენტრში 3 ნახევარმცველი ირბენს და ატბორებს გააკეთებს, ეგ უკვე ცოტას ამოგვასუნთქებს.
შეიძლება კრეატივში გაჭირდეს თუ მთლად მაღალი დონის რვიანები არ იქნებიან და უბრალოდ ირბენენ, მაგრამ ჯანდაბას,
სამაგიეროდ გოლებს არ გავუშვებთ

და ბოლო 10 წუთში შემოიყვანოს კდბ, ბერნარდო და მივაწვეთ გოლზეც..
ასე რომ რვიანებიც საკმარისია ოღონდ ჯეჯგვი რვიანები..