როდის აქეთ, გამომეპარა რამე?

არავითარი ნებართვა არ სჭირდება აქციის გამართვას, გარდა იმ შემთხვევაში, თუ გზის გადაკეტვას არ აპირებ (გაფრთხილებაა აუცილებელი ამ დროს). ამ შემთხვევაშიც, თუ აქცია სპონტანურია, გაფრთხილების საჭიროება აღარაა
წყაროსაც დაგიდებთ ამაზე, ვინმე თუ შეგედავათ.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/31678?publication=17მუხლი 2:
1. ეს კანონი აწესრიგებს პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
მუხლი 5
1. ამ კანონით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა რწმუნებულის/რწმუნებულების მიერ სათანადო გაფრთხილების შეტანა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით. გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირები.
3 . შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი.
მეც ეგ მგონია ამდენი ხანი
ratomac aRa