მოკლედ დილით ჩავჯექი ქუჩაში გაჩერებულ ტაქსიში, რასაც უკიდურესად იშვიათად ვშვები ხოლმე, წელს არც მიქნია მგონი, ბოლტი და მაგისი ჯანი, მარა მეჩქარებოდა რა
ძირითადად არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი მარა ნუ რო მელაპარაკებიან, ვპასუხობ
ჯიგარი საუბრობდა, საცობები რო ცუდია, ყველას როა რ უნდა ჰქონდეს მანქანის მართვის უფლება და ეგეთებს, მერე მომიყვა მეტროშიც ვერ ჩახვალო, შვილს ამოაცალეს ტელეფონიო, გამიმწარესო
შემეცოდა, მეთქი ცუდია
შეხვედრა მქონდა და ჩამოვედი მარჯანიშვილის მეტროსთან, აი მაკის პირდაპირ ზუსტად, ხოდა როგორც კი გადმოვედი ტელეფონი უნდა ამომეღო და ფაქ, აღარ მქონდა. ნუ მანქანაში ვლაპარაკობდი და დამრჩა
ხოდა გადავირბინე უცებ მაკში და დავაწყებინე ყველას რეკვა ამ ტელეფონზე. მეთქი ვიბრაციაზე ხო მაქვს, მაგრამ აიღებს ოდესმე. + დატენილი მქონდა (80% მაინც, მინიმუმ), მოკლედ დავიბრუნებთქო. წლების წინ ეგრე გაყვა ერთ რუსთაველ ტაქსის და დავიბრუნე
ხოდა ასე 1 საათში ეს ჯიგარი მივიდა თავის სამუშაოზე ნაძალადევში (გზაშიც მითხრა, მეტროსთან ვმუშაობო და მეც ფაინდ მა ფოუნით ვნახულობდი ლოკაციას), ეტყობა მაშინ დაინახა ეს ტელეფონი და მე რო ხმამაღალ მუსიკებს ვუკრავდი (აქვს ეგ ფუნქცია ფაინდ მა ფოუნს), ადგა ჯიგარმა და ტელეფონი გათიშა :დდდდდდ
მაგის მერე გათიშულია და სადმე დაშლილებში ჩააბარა აშკარად
ჰოდა რავი რა :დ
ა ჰო, პოლიციაშიც ვიყავი, ზუსტად გვერდით ქუჩაზეა და მაკში გადასვლა და კამერების ნახვა დაეზარათ ტიპებს, ეგეთი არაფერი გამიგია
მეთქი ნომერი მითხარით მანქანის, ზუსტად 10:34-10:37 შუალედში გადმოვდივარ, რა უნდა
ნუ აზრი არ აქვს არაფერს რა

მაგარი მურტალი ყოფილა ისე უტელეფონობა, მეგონა ხელი არ მქონდა

თან მთელი დღე ბოდიალი მომიწია შეხვედრებზე და მოვკვდი
ზატო ლექცია მქონდა საღამოს და აი მაგან გაასწორა
მე მყოლოდა ნეტა, ჩემნაირი ლექტორი