ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, ლეგენდარული და ყველასათვის საყვარელი არტისტი თენგიზ არჩვაძე.
მან,1955 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი .
1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; 1967-1972 წწ. რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: "მოკვეთილი", "დედა", "ღალატი", "თვალი პატიოსანი", "როცა ქალაქს სძინავს" "მე ვხედავ მზეს", "დღის წესრიგშია ერთი საკითხი", "კვაჭი კვაჭანტირაძე", "30 აგვისტო", "ჯორდანო ბრუნო" და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: თამაზი ("კეთილი ადამიანები", 1961), ზაზა ("ერთი ცის ქვეშ", 1961), გუგუა ("ხევისბერი გოჩა", 1964), "ხევსურული ბალადა" (1965), არსაკიძე ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მუშნი ზარანდია ("დათა თუთაშხია", 1977), დათიკო ("მე ვხედავ მზეს"), ნამორაძე ("შეხვედრა წარსულთან"), ვახტანგი ("შეხვედრა მთაში"), ბიძინა ("მალე გაზაფხული მოვა")და სხვ.
2017 წელს მიენიჭა "ხელოვნების ქურუმის" წოდება.
საქართველოს თეატრალური საზოგადოება სამძიმარს უცხადებს, ბატონ თენგიზ არჩვაძის ოჯახს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას
მაგრად მეწყინა.

ყველანი სიკვდილის შვილები ვართ,მაგრამ მთავარი ის არის როგორი ცხოვრებით იცხოვრებ ადამაინი. “ზოგი მკვდარი ცოცხალს სჯობსო“ ნათქვამია.
This post has been edited by (მე) on 31 Oct 2023, 05:06
Chelsea forever Blue.
London Is Blue.