იდეალური მატჩი იყო, თავის სცენარით, გოლებით, პერსპექტივითა და რაც მთავარია - თაიმინგით.
არის გარკვეული შეცდომები, თუმცა არა იმდენად საგანგაშო სტაფს რომ ძირეული ცვლილებების შეტანა მოუწიოს.
ცალსახად იკვეთება ინძაგის ბაზაზე დარჩენის შედეგები და ეს სხვა თუ არაფერი - მისასალმებელია

რა ვიხილეთ ახალი?
- დი მარკოს დინამიური და 'ქაოტური' გადაადგილებები, რომელიც მთლიანად რევს პერსონალურ პრესინგზე აწყობილ გუნდებს
- უფრო გაუმჯობესებული, ოპტიმიზირებული და დახვეწილი სინქრონული მოძრაობები, მათ შორის:
1) ზურგს უკან ლატერალური ზონების გააქტიურება და სივრცის ათვისება გრძელი გამჭოლი გადაცემებით
2) მოედნის ცენტრში მეტოქის ამოწევა, ბურთის მიღება და მოკლე პასით სიღრმიდან ამოსულზე ხაზების გარღვევა, რაშიც, უნდა ითქვას, მხითარიანი შეუდარებელი იყო.
პირველი ორი წინა სეზონის გაგრძელებაა, რაც კიდევ უფრო გაუმჯობესდა და 2 ელემენტი იქნება საკვანძო მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ინძაგის ვერტიკალურ ფეხბურთზე.
ამავე დროს არის ძალიან სარისკო, რადგან უმაღლესი კლასის შესრულებას მოითხოვს და აქ ჩნდება ეჭვი იმისა, თუ რამდენად მზად არის ამის სტაბილურად კეთებისთვის იგივე მხითარიანი.
ასევე, რაც შედარებით უფრო ახალია:
- ტორო უფრო გუნდზე ორიენტირებული გახდა ვიდრე აქამდე, რომ იყო
- ტურამის საკუთარ თავზე უფრო მეტი ინიციატივის აღება, სამოძრაო არეალის გაზრდა ე.წ. transition-ის დრო და უფრო მეტად კარზე მიმართული build-up-ის დროს
- უფრო სახიფათო აუტები, ეს კომპონენტი აშკარად მწვავე სტანდარტად ვაქციეთ; 2 გოლი სწორედ აუტის მოწოდების შედეგად გავიდა.
პრობლემატური ზონები რაც ჩანს არის კვლავ დარმიანი - ჩვენი ფაზა ნოლი; არც სარგებელს მოგიტანს, თუმცა არც რამეს დააშავებს. თუ დააშავებს კიდე თვითონვე გამოასწორებს

აჩერბი კარგია პოზიციურ დაცვაში, მაგრამ რეტეგიმ რაც გაუკეთა - მანდ ჩანს ასაკი და არ ვიცი რამდენად სანდოა სეზონის დისტანციაზე.
მიუხედავად მოედანზე გაწეული დიდი შრომის, გამძლეობის და თამაშის წაკითხვის უნარისა მხითარიანი კვლავ რჩება პრობლემად.
ასეთ ინტერში მხითარიანის როლის მქონე ფეხბურთელს ცოტა რთულ სიტუაციაში (7/10 სირთულის) პასი არ უნდა ეშლებოდეს და ბურთს უმისამართოთ არ უნდა იგერიებდეს.
ამ კუთხით საინტერესოა ის, თუ როგორ გაირჯება ზელინსკი.
საერთო ჯამში პირველი 2 გასახურებელი მატჩის შემდეგ საჭირო დონის მატჩი ჩავატარეთ.
Forza Inter!