გუშინდელი მატჩი იყო ყველაზე ცუდი ინძაგის მოსვლის დღიდან. ამას ცხადია გამართლება არ ააქვს, უბრალოდ უნდა აღინიშნოს რამდენიმე გარემოება:
სანაკრებო პაუზა, სადაც საკუთარი ქვეყნის რიგებს იცავდნენ:
- ბასტონი
- დუმფრისი
- ჰაკანი
- დი მარკო
- ლაუტარო
- ტურამი
- ზიელინსკი
- ასლანი
- ფრატესი
ყველამ ორ-ორი მატჩი ითამაშეს, თანაც წუთების უმეტესობა.
კვირას გასვლა მონცაში, მას შემდეგ ფრენა ინგლისში და ოთხშაბათს უმძიმესი მატჩი, შემდეგ ფრენა უკან და ახლა დერბი.
საპირისპიროდ მილანი - ჯერ სახლი ვენეციასთან, მარტივი 4:0, შემდეგ სახლში ლივერპულთან, სადაც უშანსოდ დამარცხდნენ და ახლაც ფაქტიურად სახლში ინტერთან.
- ტეო იყო ჩართული სანაკრებო მატჩიდან 2-დან ერთში და ბოლო დაისვენა
- პულიშიჩმა ითამაშა ორივე სანაკრებო მატჩი, თუმცა ორივე იყო ამხანაგური
- ფოფანამ ჯამში 56 წუთი ითამაშა და აქედან 55 წუთი 2-დან პირველში
- რეინდერსი სრულად დაიტვირთა და ყოჩაღ მის სტამინას
- ლეაომაც ორივე ითამაშა, თუმცა ჯამში 110 წუთი
- ჩუკვეზე და მაიგნანს არ ვთვლი

აშკარად იგრძნობა სხვაობა კალენდარში და ეს ყველაფერი გუშინ მინდორზე გამოჩნდა.
ინტერმა საკუთარი შესაძლებლობების 30% აჩვენა და ამის მთავარი მიზეზი სწორედ ეს არანორმალური კალენდარი მგონია.
ამას დავუმატოთ თითქმის ცალმხრივი მოტივაცია მილანის მხარეს, გამოყლევებული ტურამი და გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი ლაუტარო, რომელიც საერთოდ რას აპირებს, კაცმა არ იცის.
ერთი რაც მახარებს არის ის, რომ სეზონის სტარტია და სხვა კონკურენტებიც ვერ მიდიან იდეალურად.
მეორე მხრივ, საგანგაშოა ასეთი დამოკიდებულება, სწორედ დამოკიდებულების პრობლემა დავინახე გუშინ.
თითქოს ###ზე ეკიდათ ეს მატჩი, რაც უბრალოდ არ შეიძლება.
მწარე გაკვეთილი იყოს და იმედია ამ ტრამპლინს ინძაგი სწორედ გამოიყენებს გასახდელში სასაუბროდ.
წინ შედარებით მარტივი კალენდარია, მაგრამ ვინც მილანამდე სიტის გასვლას დათანხმდა მაშინ, როცა ცნობილი იყო მადონინას თარიღი - არის ###.
This post has been edited by fanballr on 23 Sep 2024, 10:57