ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, უკრაინელები სვამენ კითხვას: "რამდენად დიდხანს გაგრძელდება ომი?"
გაურკვევლობა და იმის ალბათობა, რომ საბრძოლო მოქმედებები წლობით შეიძლება გაგრძელდეს, თრგუნავს მშვიდობიან მოსახლეობას და ზოგჯერ სამხედროებსაც კი.
პასუხი მარტივია: რუსეთი უკრაინას არასდროს მისცემს უფლებას, გამოვიდეს მისი გეოპოლიტიკური გავლენიდან.
ომი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენ წინააღმდეგობის გაწევას შევძლებთ.
ნებისმიერი "ზავი" ან "მოლაპარაკება" - მხოლოდ მორიგი ტაიმ-აუტია რესურსების დასაგროველად მომავალი შეტევისთვის.
კრიტიკულ მომენტში ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისა და შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობის ჩვენი განსაკუთრებულობა, თანდათან სტაბილირობად უნდა იქცეს.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი უკრაინაში და მის საზღვრებს გარეთაც, აქამდე უარს ამბობს, მიიღოს სასტიკი რეალობა ისეთად, როგორიც ის არის.
ზოგიერთი ცდილობს თავი დაირწმუნოს, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება.
სხვები სასოწარკვეთაში ვარდებიან იმაზე ფიქრით, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს.
ამას გარდა, ცეცხლზე ნავთს ასხამენ რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შეტევები, რომლებიც უკრაინული საზოგადოების დემორალიზაციისკენ არის მიმართული: თითქოს, უკრაინა ვერ გაუძლებს გრძელ მარათონს, არმია და ვოლონტიორები დაიღლებიან და გატყდებიან.
აზოვი უკვე ათი წელია იბრძვის. ჩვენთვის ყველაფერი 2022 წლის 24 თებევლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
მას შემდეგ, ჩვენ ვისწავლეთ დაღლილობის იგნორირება და სასოწარკვეთის უარყოფა;
ჩვენ გავიაზრეთ, რომ შესაძლოა, არამხოლოდ ჩვენმა ახალგაზრდობამ, არამედ მთელმა ჩვენმა ცხოვრებამ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინა ხაზზე ჩაიაროს;
ჩვენ გავიაზრეთ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომელიც შეგნებულად თავად ავირჩიეთ.
ამ ომის დასრულების ვადებზე ფიქრით, სასოწარკვეთისგან, პანიკისგან და აპათიისგან თავის დახსნის საუკეთესო წამალი ისტორიულ პროცესებში აქტიური მონაწილეობაა, რომლებიც ახლა და აქ ხდება.
ჩვენ არ ვიცით ზუსტი დღე, თვე ან წელი, როდის გავიმარჯვებთ და როდის შევძლებთ საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რაოდენ დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი, ჩვენს გვერდით არიან ერთგული მეგობრები, ჩვენი ქვეყნის სიყვარული ჩვენს გულებში და იარაღი ხელში.
და ეს ყველაფერი უფლებას არ მოგვცემს, უკან დავიხიოთ - არც დღეს, არც ერთი წლის შემდეგ, არც ათი წლის შემდეგ.
მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იბრძვის უკრაინის თავდაცვის ძალებში, გააზრებული არჩევანი უნდა გააკეთონ: ხელში იარაღი აიღონ და სამხედროების რიგებში ჩაეწერონ ან გახდნენ არმიის მნიშვნელოვანი ზურგი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მუშაობით.
ეს დიდხნიანი ომია.
ეს შეიძლება წლობით გაგრძელდეს.
ჩვენზეა დამოკიდებული რას გავაკეთებთ ყოველდღიურად, რომ ჩვენი გამარჯვება მოვაახლოვოთ."
ავტორი ჩემი ავატარი
* * *
არ დავივიწყოთ
VIDEO
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი