შტეგენი
არადა 2015-ში ძაან მნიშვნელოვან დროს გამოაძრო ლევანდოვსკის დარტყმული, ის არა მერე ხაზზე რო მიუსწრო, 0-0-ზეც აუღო ლევანას

თუმცა ვალდესს უფრო ნაკაცი აქვს თუნდაც 2006 წლის ფინალში და სხვა მოგებულ სეზონებზე, მარა მაგის გამო გადამეტებულად ხომ არ ხვდება შტეგენას?
ბუფონი ახსენეს ზემოთ, ბუფონის ყველა სალიგო სეზონს გავკარი 2003 წლის სეზონის გარდა, თან ისიც ვერ მოიგო
მაინც რომ იცოდეთ ახალგაზრდებმა
2002 წელს მივიდა იუვეში და მეორე ჯგუფურ ეტაპზე რომ ჩარჩნენ ჯგუფში კაი დიდი წვლილი შეიტანა ჯიჯიმ

2003 წელზე ვთქვი, მაგარი სეზონი ქონდა
2004 წელი: დეპორტივომ გამოაგდო მერვედფინალიდან იუვე და ტურინში გაშვებულ გოლზე ვერ გადაწყვიტა შეხვედროდა თუ არა თავდამსხმელს, დაბოდიალობდა საჯარიმოში
2005 წელი: მეოთხედფინალში დაასრულეს, წინ იდგა გარსიას გოლზე
2006 წელი: მერვედფინალში უნდა გავარდნილიყვნენ წესით, რაც დაარტყა ვერდერმა ყველა გაიტანა 4-4 მორჩა და სტუმრად გატანილი გოლით გაძვრნენ, ვიზეს გაუვარდა ორი საათის დაჭერილი ბურთი კოტრიალში, მეოთხედფინალში არსენალმა გააგდო, მანდაც გაშტერებული იყო ფაბრეგასის გოლზე და მეორე გოლზე ორი მცველი მიდიოდა ფაბრეგასზე და ჯიჯიმაც იქ შეყო თავი, დარჩა ანრი ცარიელ კართან
2007 -2008 წლებში საერთოდ არ იყო ლიგაზე
2009 წელი: ჩელსისთან დაასრულეს მერვედფინალში, კაი მანდ ახალი დაბრუნებულები იყვნენ არ იყო მთლად ბუფონას ბრალი
2010 წელი: ჯგუფში ჩარჩნენ პირადად ბუფონის დამსახურებით, ბორდოსთვის რო არ ეჩუქებინა ბურთები, ბაიერნს ბოლო ტურში მოგებაც არ ეყოფოდა. 1-4 წააგეს ბოლო ტურში ბაიერნთან და მანდაც შეიტანა თავისი წვლილი
2011 წელი: ვერ მოხვდნენ ლიგაზე
2012 წელი: ისევ ვერ მოხვდნენ ლიგაზე
2013 წელი: მეოთხედფინალის პირველი მატჩის ბედი ტურინში ბაიერნთან პირადად ჯიჯიმ გადაწყვიტა

ჯერ ალაბას ცენტრიდან დარტყმული გაუშვა 23-ე წამზე და მეორე ტაიმში მიულერს დაუგდო ფეხებთან ბურთი და იმან საგოლე პასი გააკეთა კარის ხაზზე თითქმის

მეორე მატჩი ფორმალობა იყო უკვე და უშანსოდ მოგუდა ბაიერნმა
2014 წელი: ჯგუფში ჩარჩნენ რეალთან და გალათასარაისთან, მაგ თამაშების გოლებს თუ გადახედავთ მანდაც დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ჯგუფში ჩარჩენაში.
2015 წელი კი გახსოვთ ჩემზე კარგად

ფინალამდე არაუშავდა და ფინალში სუარესს კაი ჯიგრული საჩუქარი გაუკეთა.
2016 წელი, მეოთხედფინალში გავარდნენ ბაიერნთან, გამოსვლებზე რომ ეთამაშა წესიერად ერთხელ მაინც გაგვაგდებდნენ. ორ თამაშში 6 გოლიდან მინიმუმ სამზე უკეთესად თამაში შეეძლო
2017 წელი, ფინალამდე კარგი იყო, ნუ გუნდებიც არ შეხვედრია მანამდე წესიერი, მარა ფინალში რაც დაურტყეს ყველა გაუშვა
2018 წელი: მეოთხედფინალი, ეს ის დაპირისპირებაა, ტურინში რო რეალმა 3-0 მოიგო, მერე ბერნაბეუზე 0-3-ის აგებდნენ და ჯიჯი მსაჯის გინებაზე რომ გააგდეს
2019 წელი: ეს ის ისტორიული სეზონია პსჟ-ში რომ გადავიდა, მერვედფინალში გასვლაზე მოუგეს მანჩესტერს, არეოლა იდგა კარში და მანჩესტერის დუბლებთან ჯიჯი ჩააყენეს, კაი ტურაც დაიჭირეს, ლუკაკუს იმის მერე მგონი აღარც გაუტანია ლიგაზე. პსჟ-მ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა მაგის გამო ძმას
ხოდა ამდენი რატომ ვწერე, შტეგენის ლიგაზე გასაშავებლად შეგიძლიათ ნებისმიერ მეკარის სახელი ახსენოთ, ალისონის, ვალდესის, ჩეხის, ნოიერის, კანის, დუდეკის, მაგრამ ბუფონის არამც და არამც
This post has been edited by bachichi83 on 28 Feb 2024, 15:04
მეკარეები იყოფიან ორ კატეგორიად: ნოიერი და სხვა დანარჩენი...