ტიპი შემოდის და წერს, რომ ლევანდოვსკის ყიდვა ყოფილა თურმე სწორი ნაბიჯი, რადგან იმდენი მაისური გაგვიყიდია, რომ პლუსში გავსულვართ.
შემდეგ ესეც არ იკმარა და ირიბ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, რომელიც ზიგის და ნიკოლოსის გარდა რომ ყველას გვეხებოდა, მარტივი მისახვედრია.
აი, ლევანდოვსკის კეისი. 34 წლის ფეხბურთელში გადაიხადეს 45 მილიონი
ძალიან მარტივი ლოგიკა 45 მილიონი არ უნდა გადაიხადო 34 წლის ფეხბურთელში ფინანსურ კრიზიში მყოფმა გუნდმა კი არა, არცერთმა ევროპულმა გრანდმა თუნდაც ეგ ფეხბურთელი მესი ან რონალდო იყოს; მითუმეტეს, როდესაც ფინანსური კრიზისი გაქვს.
ასევე ამავე იუზერმა აღნიშნა, რომ თურმე ფორვარდი არ გვყოლია მაგ დროს, რაც ტყუილია და შევუსწორე კიდეც.
გვყავდა ობამიანგი, რომელზეც უკეთესი ფეხბურთელი არის ლევანდოვსკი, მაგრამ არა იმდენად, რომ დიდიად შეიცვალოს სიტუაცია თუ ლევანდოვსკის ადგილას ობამიანგი იქნება. ლევანდოვსკი არ არის მესი, რონალდინიო, რონალდო ან თუნდაც ნეიმარი, რომელსაც ინდივიდუალიზმის ხარჯზე შეუძლია დიდი მატჩების მოგება და არც არასოდეს ყოფილა.
ამავე დროს, ამ ლევანდოვსკის დაუნიშნეს 19 მილიონი ხელფასი და ახალ სეზონიდან თუ ვერ მოვიშორეთ მისი ხელფასი ხდება 31 მილიონზე მეტი.
ანუ- თითქმის 90 მილიონი გვიჯდება უკვე ლევანდოვსკი და თუ ვერ გავიყდეთ 100 მილიონს აჭარბებს მის ფასი.
და ამ დროს გვიწერს ეს ადამიანი პლიუსში ვართ კაცო, რადგან ხალხი გადარეული ყოფილა ლევანდოვსკის მაისურებზე (ეტყობა სამკურანლო თვისებებით გამოირჩევა თუ ამხელა თანხა ამოვიღეთ და თან პლუსში გავედით

).
აი, ამაზე შევუსწორე და რა არ დამაბრალა ტიპმა თან დამემუქრა იმ განყოფილებაში, რომელიც მისი არცაა :დ
ხო, ეს ადამიანი მოდერატორად დანიშნეს
კიდე კაი, ამ ფორუმიდან მივდვიარ საბოლოოდ, როდესაც ნიკის გაუქმებას შევძლებ )))
ერიკ გარსია რომ უნდა ჩაჯვის და კიდე იმედი აქვს ხალხს მაგის, რავიცი ძმაო
მართლა ხომ არ გენათესავებათ ეგ ჩავი ?
ხო, ის სუბამენდი რომ გვინდა, როგორი ფეხბურთელია უყურებთ ვინმე ?
ახლა რაც შეეხება კრიზისიდან თავის დაღწევას- ყველაზე ღადაობა ისაა, ძალიან მარტივად შეგვიძლია ამოვიდეთ მაგ ჭაობიდან, უბრალოდ ესენი არ იზამენ თორემ რა უნდა: ვყიდით დე იონგს 80 მილიონად, არაუხოს 100ან იგვე ფასში, რაფინაში 70 გვაძლევენ, ფერანში 30 იხიდიან, ლევანდოვსკის 25 გავასაღებთ, ერიკ გარსია და მსგავსი ჯართებით კაი 20 მილიონს გავაკეთებთ და ეგაა.
ამოსულია გუნდი კრიზისიდან.
მოგვყავს საყრდენი, ვინგერი და ერთი ფორვარდი ან ამ ფორვარდად ვუშვებთ როკეს.
მორჩა კრიზისი. მაქსიმუმ ერთი სეზონი ჩავაგდოთ.
მარა თამადა რის თამადაა )))
სადაც ჩაჯვი დატოვეს, კუნდეს გაყიდვას განიხილავენ და ფაიესაც უშვებენ, რომელზეც უკვე ყველა წერს დიდი ტალანტიაო
რა გასაკვირი იქნება, რომ კრიზისი გაგრძელდეს დიდი ხნით ?
ერთადერთი მილანიზაცი არ გვემუქრება, რადგან ერთი კაცის ფულებზე არ ვართ დამოკიდებული და ლა მანსია გვყავს, თორემ სხვა მხრივ ვიწვალებთ :დ