‘უეფა, ეს ასე ვერ გაგრძელდება!’ - ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი
ული ჰიონესი ის კაცია, რომელიც სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს. ბაიერნის საპატიო შეფმა ფიფას და უეფას შეუტია.
მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა საფეხბურთო ტურნირების ინფლაციაზე ისაუბრა და უეფას მიერ გადადგმული ნაბიჯები უმკაცრესად გააკრიტიკა.
“ეს გაზრდა-გადიდების ტენდენცია სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ. ასე უბრალოდ ვერ გაგრძელდება. სრული სიგიჟეა ის, რაც ფიფასა და უეფას ზოგიერთ ფუნქციონერს აქვს დაგეგმილი. სპორტის ეს სახეობა ასეთი მიდგომებით უკეთესი კი არა, მხოლოდ უარესი გახდება.” - განაცხადა ჰიონესმა. მისი თქმით, გერმანული ფეხბურთის გრანდი რეკორდმაისტერი “ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ აფეთქებას ებრძოლოს.”
“ამაზე ყველანი შეთანხმებულები ვართ. არის კიდევ რამდენიმე გონიერი, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს. ბოლოს მადრიდის რეალის ხელმძღვანელებს ვესაუბრე. ისინიც ჩვენნაირად ფიქრობენ. მინდა ვთქვა, რომ ბევრი გრანდი გვეთანხმება. თუ ასე გაგრძელდა, საბოლოო ჯამში მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ მეტი ფეხბურთელი მიიღებს ტრავმას და ფეხბურთისადმი ინტერესი კი შემცირდება. როცა ყოველ მესამე დღეს სუპერმატჩი გაქვს, უფრო და უფრო ნაკლებად გაინტერესებს,” - აღნიშნა ჰიონესმა და დასძინა: “ეს ოდესმე ხომ უნდა შევაჩეროთ? უნდა ითქვას: საკმარისია!”
როგორც იცით, მომდევნო ზაფხულში ფიფა მსოფლიოს განახლებულ საკლუბო ჩემპიონატს ჩაატარებს, რომელშიც, ისტორიაში პირველად, 32 კლუბი ითამაშებს. ტურნირი აშშ-ში 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, 2026 წლის მუნდიალზე უკვე 48 ნაკრები ითამაშებს. როგორც იცით, ამ სეზონიდანვე მკვეთრად იზრდება მატჩების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაშიც, რომლის ჯგუფური ეტაპის ფორმატი სრულად შეიცვალა და მატჩების რაოდენობასთან ერთად, გუნდების რაოდენობაც 36-მდე გაიზარდა. მეტი თამაში უეფასთვის და ფიფასთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს.
https://europop.ge/post/%E2%80%98uepa%2C-es...yhL6NuSdINyV87g * * *
ყლისშვილმა ჰიონესმა ხო არ მოუწყო
დღეს დილის 10 საათზე მატიას დე ლიხტს ბაიერნის სავარჯიშო ბაზასთან ავარია შეემთხვა, რის შემდეგაც არ გაჩერებულა და განაგრძო სვლა. პოლიცია იძიებს ამ საქმეს და მსგავსი რამის გამო დე ლიხტს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაგრამ ზოგადად მსგავს შემთხვევებში მხოლოდ ჯარიმის სახით ხდება დამნაშის დასჯა.
პოლიცია ახლა იძიებს ამ საქმეს თუ როგორ დონეზე დაეჯახა დე ლიხტი მანქანას, სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
იმენაააა რაა ((((((((((((((((((((