Andro_forza juve28:1
ღმერთმა მოსეს უთხრა: 2 «უბრძანე ისრაელებს, რომ მომიტანონ ჩემი შესაწირავი, ჩემი პური. ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, როგორც საამო* სურნელება, დანიშნულ დროს უნდა გაიღონ.ა
3 უთხარი მათ: „აი, რა უნდა მიუტანოთ ღმერთს ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად: ორი ერთწლიანი საღი მამალი თოხლი ყოველდღიურად დასაწვავ მსხვერპლად.ბ 4 დილით ერთი მამალი თოხლი შესწირეთ და შებინდებისას* — მეორე მამალი თოხლიგ 5 მარცვლეულ შესაწირავთან, მეათედ ეფა* წმინდად დაფქულ ფქვილთან ერთად, რომელსაც მეოთხედი ჰინი* ზეთისხილის საუკეთესო ზეთი ექნება მოსხმული.დ 6 ეს არის ყოველდღიური დასაწვავი მსხვერპლი,ე რის შესახებაც სინაის მთასთან გეუწყათ, საამო სურნელება, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი ღმერთისთვის, 7 დასაღვრელ შესაწირავთან ერთად; თითო მამალ თოხლთანვ ერთად მეოთხედი ჰინი უნდა შეიწიროს. მათრობელი სასმელი, როგორც დასაღვრელი შესაწირავი, წმინდა ადგილზე დაღვარე ღმერთისთვის. 8 მეორე მამალი თოხლი შებინდებისას შესწირეთ; მასთან ერთადაც მიიტანეთ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი, როგორც დილას. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება ღმერთისთვის.ზ
9 შაბათობითთ შესწირეთ ორი საღი ერთწლიანი მამალი თოხლი დასაღვრელ შესაწირავთან ერთად და ორი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი მარცვლეულ შესაწირავად. 10 ეს არის შაბათის დასაწვავი მსხვერპლი ყოველდღიურ დასაწვავ მსხვერპლთან და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად.ი
11 ღმერთს ყოველი თვის დასაწყისში დასაწვავ მსხვერპლად შესწირეთ ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი საღი მამალი თოხლი.კ 12 თითოეულ მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავადლ შესწირეთ სამი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი, ვერძთანმ ერთად მარცვლეულ შესაწირავად — ორი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი, 13 ხოლო თითოეულ მამალ თოხლთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად — მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი; ეს არის დასაწვავი მსხვერპლი, საამო სურნელება,ნ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. 14 მოზვერთან ერთად დასაღვრელ შესაწირავად ნახევარი ჰინი ღვინო შესწირე,ჟ ვერძთან ერთად — მესამედი ჰინი,პ ხოლო მამალ თოხლთან ერთად — მეოთხედი ჰინი.ო ეს არის ყოველთვიური დასაწვავი მსხვერპლი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა იწირებოდეს. 15 ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა და დასაღვრელი შესაწირავის გარდა ღმერთს ერთი თიკანიც შესწირეთ ცოდვის შესაწირავად.
16 პირველი თვის მე-14 დღეს პასექი იქნება,რ 17 ამავე თვის მე-15 დღეს დღესასწაული გამართეთ. შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ.ს 18 პირველ დღეს წმინდა შეკრება იქნება; არ იმუშაოთ. 19 შესწირეთ ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი მამალი თოხლი. თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.ტ 20 მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად სამი მეათედი ეფა ზეთმოსხმულიუ წმინდად დაფქული ფქვილი შესწირეთ, ხოლო ვერძთან ერთად — ორი მეათედი ეფა; 21 შვიდივე მამალი თოხლიდან თითოეულთან ერთად მეათედი ეფა შესწირეთ. 22 ერთი თხა ცოდვის შესაწირავად, თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად, შესწირეთ. 23 დილის დასაწვავი მსხვერპლის გარდა, რაც ყოველდღიურად უნდა იწირებოდეს, ესენიც შესწირეთ. 24 ეს ყველაფერი შვიდი დღის განმავლობაში ყოველდღიურად შესწირეთ; ეს არის პური, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება; შესწირეთ ყოველდღიურად დასაწვავ მსხვერპლთან და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად. 25 მეშვიდე დღეს წმინდა შეკრება გამართეთ;ფ არ იმუშაოთ.ქ
ცუნცა კი არა ანდრო, ღმერთიც კაი ნაბოზარია....
ეს შესაწირებზე...
ზოგადად ბიბლია რო წაიკითხო აი ერთ დღეს რო დაჯდე და თავიდან ბოლომდე წაიხითხო, იმდენი სიბოროტე შეგხვდება და იმდენი უსამართლობა რომ რავი

ამის ხალხს მართლა როგორ ჯერა...
არააა პირიქით, ჯერა უბრალოდ არ აქვთ წაკითხული...
მორწმუნეების 90% -ს საქართველოში ბიბლია გადაშლილიც არ აქვს..
ვინც გადაშალა და წაიკითხა ისინი კიდე კითხვებს არ სვამენ არ უკვირდებიან და ესეეე ....