» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქროდა ხორშაკი ქარები
უნაკო თებერვალისა,
ვილა ტყედ იყო გაჭრილი
მალვად ბანკისა ვალისა.
ორი რჩეული მოდერით
სამტრედიის ტყეს ეფარა.
მამალი იქ არ ყიოდა,
ძაღლი არ ყეფდა მყეფარა.
ერთი დენისი იახლა,
ქუთაისელი ფირალი -
ხალხს ისე ხოცდა, როგორც ის
შავცხენიანი მტირალი.
ურმით ზარბაზანს ათრევდა
თავის ძველ არსენალიდან,
არსენ ყაჩაღმა აჩუქა,
როს ჩამოვიდა გალიდან.
მეორე ალიქსი იყო,
აწ უკვე მოდერყოფილი -
ამქვეყნად ის სცემს შიშის ზარს,
იმქვეყნად - მეფისტოფელი.
ტყეს გარს უვლიან ჩაფრები,
შიგ შესვლას ვერა ბედავენ,
ალყაზე შეჯერდებიან,
შემსვლელ გზებს გადაკეტავენ.
ვილას მარაგი ელევა,
საცაა ვეღარ გაძლებენ,
მოალყეთ უნდა ეკვეთონ -
შეაკვდებიან ან სძლევენ.
ამ დროს ტფილისში რა დასვამთ
ვილას ძმა-ბიჭებს თბილადა,
ღამე თვალთ ძილი არა აქვთ,
დილა არ უჩანთ დილადა.
შეკაზმეს შავი ცხენები
ბესტმა, აემჯიმ, ბელამიმ,
გლოვას მოეშვნენ, გათიშეს
ვინმე ტომ იორკ ელამი.
ქუთაისს დოიჩ დაუხვდათ,
ბრძოლის წყურვილით დნებოდა,
ტორო, შესძახა, მთა იძრა,
მიწისძვრა გეგონებოდა.
და ოდეს მიწას აკოცა
მზის სხივმა უსათნოესმა,
მოალყეთ კარვის კალთებთან
ბრძოლის ყიჟინა მოესმათ.
თავზარდაცემულთ თოფიც კი
ვერ გადატენეს ელდისგან,
არ მოელოდნენ ამგვარად
გაწირვას თავის ბედისგან.
ტყეში შთენილებს რა ესმათ
მოალყეთ მოთქმა-ღრიალი,
გამოაგელვეს ცხენები
ხმლის ქნევით, თოფის გრიალით.
შეერთდა ტიმის მხედრობა,
ჩახოცეს მეფის ჩაფრები,
იმ დღეს ლეთეზე მენავეს
არ დაუშვია აფრები.
გამარჯვებულნი დაბრუნდნენ
ტფილის-ფორუმის მხედრები,
დიდი ნადიმი გამართეს -
სმა-ჭამა, მღერა, მდედრები.
Sakamatot ar vdeb
This post has been edited by Anime-10 on 31 Mar 2024, 13:21