ქვეყანას ვერ ექნება მოძრაობის ორი ვექტორი, ან უნდა აირჩიო დასავლეთი, ან რუსეთი. თუ ამბობ რომ მიდიხარ დასავლეთისკენ და კანდიდატის სტატუსი შენი მთავარი მიღწევა არის, მაშინ უნდა მოუსმინო ევროკავშირს, ნატოს, ამერიკას, ბრიტანეთს და ასე შემდეგ. ეს ყველა გეუბნება, რომ ეგ კანონი არის ღლეობა და არ მიიღო. ამის პარალელურად პესკოვი გამოდის და უწონებს მთავრობას გადაწყვეტილებას. არც კანონის წაკითხვაა აუცილებელი და არც პოლემიკაში ჩართვა, რომ გამოიტანო დასკვნა. ეს არის ფაქტი და ფაქტებს თეორიული მსჯელობებით ვერ შეცვლი.
გარდა ამისა, კარგად გაიზრეთ. ქვეყანამ მიაღწია უდიდეს წარმატებას და მთელი ერი არის ბედნიერი, ევროპაზე გასვლით ყველას დაავიწყდა ნეგატივი და უბრალოდ ზეიმობდა. ზუსტად ამ დროს შემოგორდა ისევ ეს კანონი, ვინმე ფიქრობს, რომ ეს შემთხვევითია? ან შემთვევითია, რომ ზუსტად ევროპის ჩემპიონატის დროს შევა ძალაში თუ გაიტანეს? რავიცი, არც ასეთი მეამიტი უნდა ვიყოთ.
რაც შეეხება კანონს, ამას არ ჭირდება ბევრი ფილოსოფია. ჩვენ გადავედით და ნელნელა მყარდება კვაზი დიქტატურა, სადაც არსებულ ხელისუფლებას უნდა დარჩეს სათავეში ძალიან დიდხანს. აქამდე ძალიან კარგად მუშაობდა ორი ფაქტორი, ნაცები დაბრუნდებიან და ფული. პირველმა ბოლომდე ვერა, მაგრამ მაინც მოჭამა თავისი. თაობები გაიზარდა და იმ პოტენციური ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებიც მიშას ხელისუფლება საერთოდ არ ახსოვთ გაიზარდა. ფული ისევ თავისას შვება, მაგრამ უკვე იმდენად დაიცალა ქვეყანა, ლამის ყოველი მესამე ოჯახი ემიგრანტის ხარჯზე ცხოვრობს და კიდია ეს კარტოფილი და ლობიო. გასაგებია, რომ ჯერ კიდებ ეს ორი ფაქტორი მაინც დიდი ძალაა, თუმცა სასწრაფოდ ჭირდება ხელისუფლებას კიდევ დამატებით რაიმე ბერკეტი. თან ბერკეტი ყველაზე მეტად მოამბოხე ხალხის მიმართ. ესენია ნჯო (რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს), მედია და კომპანიები, რომლებიც საერთოდ არ ოპერირებენ საქართველოში და აქვთ მხოლოდ ოფისები და არიან საერთაშორისო ბაზარზე. ამ კანონით ხელისუფლება ფაქტობრივად ინაღდებს დიქტატორულ რეჟიმს.
მე უბრალოდ ერთი რამ ვერ გავიგე. ოპოზიციურად განწყობილი ხალხი გასაგებია, ნეიტრალურიც წინააღმდეგია და უფრო მეტიც, ბევრი ოცნების მხარდამჭერიც კი წინააღმდეგია ამ კანონის. ასევე ძალიან კარგად იცის ოცნებამ, რომ ადვილი არ იქნება, მოყვება ვნებათაღელვა და ა.შ თან როდის, მაშინ როცა არჩევნებია კარს მომდგარი. რატო ჭირდებათ მაინცდამაინც ახლა, რა არის ამის მთავარი მიზეზი? ვერ დავიჯერებ რომ ამ არჩევნებში წაგების ეშინოდეს, ვერც იმას დავიჯერებ რომ რუსეთი თხოვდეს ამ კანომის მიღებას, ვერც იმას, რომ ფოქრობენ უბრალოდ ევროპუს ჩემპიონატზე გასვლის გამო კარგი დროა ახლა რამე ###ობა გამოაგორონ, ჰოდა რა არის რეალური მიზეზი, რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ ასეთი შემართებით. ჯერჯერობით რაიმე დამაჯერებელი პასუხი ამაზე ვერ მოვისმინე.
რას შვებით როგორ ხართ ხალხო?