რავი ჩაგეჭრებით თქვენის ნებართვით..
მილანის მერე ლიგაზე ყოველთვის თქვენსკენ ვარ(მოკლედ მაგრად გქომაგობთ,მეც მეწყინა გუშინდელი თამაში)..
ანჩელოტით დავიწყებ მოდი, ეს კაცი 1 სეზონს რომ ითამაშებს მერე არის აუცილებლად გასაგდები !! საერთოდ ყველა გუნდში ეგრე იყო, გინდ მილანი აიღეთ და გინდ 13/14 - 14/15 წლის რეალი.
ის 1 სეზონიც გუნდმა მოიგო, მწვრთნელის არაფერი ეტყობოდა 2022 წლის რეალს... ჩისტა ფეხბურთელებმა მოიგეს ის ლიგა..
ეხლაც ინდივიდუალურობით გამოდნა ეს ფრე..
იმ გუნდს რომელსაც ყავს ბელინგემი,ჩუამენი,კროოსი,კამავინგა,ვალვერდე არ უნდა იდგეს დაცვაში, ესეთი ცენტრით ბურთს რომ ვერ დაიჭერ არაფერი გესაქმება ესეთ გუნდში ანუ..
+ პრესინგი არ იცის გუნდმა, რო რამე რეალი ყველა გუნდზე მეტს ირბენს საერთოდ, მაგრამ არა ნუ რაღაც გაუგებარ ფეხბურთს ათამაშებს..
ლუნინის მაგივრად იქ კარში კურტუა რომ მდგარიყო არც გვარდიოლის გოლი გავიდოდა და არც სილვასი.
მაღალი დონის მეკარე მაინც ბევრს ნიშნავს რა..
ცალკე გაფუჭებული მომენტები, ვინიციუსს ქონდა 3-4 ჯერ სადღაც 50% იანი მომენტები ზუსტად საჯარიმოს ხაზთან და ან ცენტრში დაურტყა მეკარეს ან ააცილა საერთოდ კარებს...
მოკლედ შემსრულებელი რომ გყოლოდან თუნდაც კეინი მოიგებთ ამ თამაშს დაჟე ჰანდიკაპითაც(იმის მიუხედავად რომ ფაქტიურად მწვრთნელი არ გყავთ და გამართული ტაქტიკა არ გააჩნია გუნდს)..
ბელინგემს რაც შეეხება თქვენი არ ვიცი და ნორმალურად ითამაშა რა...
ერთი მაგარი მომენტი ქონდა სადღაც 80 წუთზე თავით რომ გაიჩერა ბურთი და მერე ერთი შეხებით ატყუებდა აკანჯის

ცალკე იქამდე 2 ფეხბურთელი რომ მოსვა პირველ ტაიმში..
მოკლედ შეუძლია ამ ბიჭს მიკრო მომენტებით მაქსიმუმი გამოადნოს..
ეგეთი ფეხბურთელი რომ გყავს სულ გექნება რა რაღაცის იმედი, არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია..
ეტიჰადზე სიტია მაინც უფრო ფავორიტი, მაგრამ ფეხბურთელები თქვენ გაცილებით უკეთესი გყავთ(ხოდა ისევ ფეხბურთელებმა შეიძლება მოიგონ და გავიდნენ)..
ანჩელოტიმ სულ რომ ლიგა დადოს გასაშვებია..
კლოპი ეხლა ამ ზაფხულს არ აპირებს არსად წასვლას(დასვენება და შვებულება უნდა ამ კაცს

) და იქამდე ალონსო უეჭველი დასათრევია..
This post has been edited by Stephen on 10 Apr 2024, 13:17