კვარაზეც დაახლოებით ეგეთი სცენარია. ოთახში უზის პერეგავორა, ლურჯი ადიდასის სპორტულებით და კენგოლით, ეს ორსულ ცოლთან ერთად უდგას წინ. ცოლი ზის, ეს დგას და მაგის მხარზე უდევს ხელი.
პერეგავორა ოქროსფერ მაგნას იღებს და კნოპკიანი ზაჟიგალკით უკიდებს, წითელი მაგნას საფერფლეშივე აფერფლებს და ეუბნება - "დაანებე შვილო მაგ სიაფანდებს თავი, მაგენი სიმონ ოღონდ რამეზე არბენინე, უჭკუო ბავშვები არიან, პოლიტიკა რა შენი საქმეა, თან პალაჟენიის გაფუჭება ახლა გიღიირს პრემიერთან სიმონ და კიდო ფედერაციასთან ცალკეე ?"
ეს პასუხობს - "აბა ჩემი თანაგუნდელები როო..."
ის აწყვეტინებს - "ბიჭო შენ ხარ გლავნი იგროკი, მეჟდუნაროდნი ზვეზდა, ეგ შპანები შენი ნახევარი ფასიც არ არიან ტოო."
მერე ხვიჩა ენას იჩლექს, თვალებს ხრის, ვერც უყურებს და პროსტა ამბობს - "ჰოო რავიცი."
ეს დგება, მაგნას ბიჩოკს აწვავს საფერფლეში, კრიალოსანს და კაშილოკს იღებს მაგიდიდან და ხვიჩას სახეზე მოუთათუნებს ორჯერ ხელს და ეტყვის - "ჭკუით იყავი ბიძი, ახლა პრიკლუჩენიების დრო არაა." თვალს უკრავს და გადის.
ვსო, მორჩა, კვარა ისევ ისეთი მჯმელია რაც თავიდანვე იყო