ციტრამონი
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13113
წევრი No.: 90856
რეგისტრ.: 8-May 09
|
#61229071 · 5 May 2024, 14:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახლა, შეიძლება, ძალიან ცუდი რაიმე დავწერო და ვისაც არ მოგეწონებათ, პირდაპირ წამშალეთ: არ ვიცოდი, რამდენიმე წუთია, რაც გავიგე, რომ მარტო ზივზივაძე და ქოჩორაშვილი კი არა, "არა, რუსულ კანონს", გაჰკივის თურმე, თითქმის მთელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრები! მოკლედ, ვინც ამ უკვე სასაცილო ფრაზას იძახის, ყველა უწიგნურია, ჩემთვის, თუნდაც საჯარო ბიბლიოთეკაში ჰქონდეს გატარებული მთელი ცხოვრება. ახლა, სიმართლე: ეს საქართველოს ნაკრები ვერაფრით სჯობს გნებავთ ქინქლაძე-ჯამარა-არველაძეებისდროინდელს და ვერც შემდგომს, კობიაშვილი-კალაძე-კანკავასდროინდელს. მათი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა 90%-ით განაპირობა უეფას მიერ შემოღებულმა, ახალმა, ჰუმანიტარულმა სისტემამ, რომლის წყალობაა, თუნდაც, ლუქსემბურგის უსაწყლესი ნაკრების ტურნირის ნახევარფინალში ჩვენთან თამაში. ისევ უეფას უნდა ვუთხრათ მადლობა, VAR-ის სისტემის შემოღებისთვის, თორემ ლუქსემბურგელების ის არჩათვლილი გოლი და წითელი ბარათი რომ არა, რა მოხდებოდა, ეშმაკმა იცის. ერთადერთი რაიმე, რასაც ვნანობ ცხოვრებაში არის ის, რომ "დინამო"-"კარლ ცეისის" პირდაპირ რეპორტაჟს ვერ ვუყურე, პატარა ვიყავი. ფეხბურთით ვცხოვრობდი და ვინც მიცნობს, იცის, რამდენი რაიმე დამაკარგინა, ჩემმა ფეხბურთით გატაცებამ. უბედნიერესი კაცი ვიყავი იმ დღეს, 26 მარტს, მაგრამ სამართლიანობის გამო, უნდა ვთქვა: ბიჭებო, ნუ აჰყოლიხართ ჩათლახ და დედა#####ულ საქართველოს მტრებს! რაშიც არაფერი გესმით, იმაზე შეეშვით კომენტარების გაკეთებას. თუ მაინცდამაინც, გთხოვენ, თქვენი თანამებრძოლის და ჭკვიანი ბიჭის, ხვიჩა კვარაცხელიასგან აიღეთ მაგალითი და ერთიანობისკენ და დაპირისპირების არდაშვებისკენ მოგვიწოდეთ, ქართველებს! თუ არადა, რომელიმემ ამიხსენით: 1. რატომ არის ცუდი ორგანიზაციის ფინანსური გამჭვირვალობა? 2. რომელი მუხლია, კონკრეტულად, რუსული, ამ კანონში? 3. როგორ შეიძლება, წაუკითხავად და გაუცნობლად, კომენტარი აკეთო რაიმე დოკუმენტზე? 4. როგორ შეიძლება, არ დაუსვა შეკითხვა, "რატომ?" და ისე წაჰყვე უცხოელს და უცხოს კი არა, საკუთარ მამას სადმე? აი, სანამ ამ შეკითხვებიდან ერთზე მაინც ვერ გამცემთ სრულ პასუხს, ივარჯიშეთ, ევროპისთვის და გაეშვით პოლიტიკას. უდიდესი და უზარმაზარი მადლობა, თქვენ, მაგრამ ვატყობ, თავბრუ დაგეხვათ, წარმატებისგან და სანიოლს ვთხოვ, კარგი ფსიქოლოგი აგიყვანოთ, ნორმალურ მდგომარეობაში რომ დაგაბრუნოთ! ...და არ გაბედოთ, მიღწეულით დაკმაყოფილდეთ - ჯერ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, აუცილებლად და დანარჩენზე, მერე ვილაპარაკოთ! არ შემეძლო, ეს არ მეთქვა, რადგან სიმართლეა!
გამოვშტერდი
--------------------
РУСНЯ УЁБЫВАЙ!
|