დარვინი წავიდა.
პირველი სეზონის მერე ვთქვი რომ ეს ბაზარი "მეორე სეზონში გაიხსნება და გოლებს შეყრის... სისულელე იყო. მაშინვე უნდა გაგვეყიდა, სანამ მაგის ბონუსები გააქტიურდებოდა.
ფორვარდის იდეალური ფიზიკური მონაცემი აქვს, მაგრამ ადამიანს როდესაც საფეხბურთო გონება არ აქვს, არაფერი გამოუვა.
მთავარი პრობლემა - ნელი გადაწყვეტილების მიღების უნარი. დაბნეულობა.
მუდმივად ფიქრობდა მომენტში პასი გაეკეთებინა თუ დაერტყა. სანამ მოიფიქრებდა, პასის და დარტყმის მომენტიც იკარგებოდა.
თუმცა ნამეტანი მიჯაჭვულია ესპანურ ენასა და ესპანურ გარემოზე. იმ გარემოში სადაც ბევრი ესპანურენოვანი თანაგუნდელი ეყოლება, შეიძლება თავი გაცილებით კარგად იგრძნოს.
უკეთესი გამოჩნდეს, რადგან ბენფიკაში გაცილებით კარგი დარტმყები გამოსდიოდა. აქ თავდაჯერებული არ იყო.
მიუხედავად ყველაფრისა მადლობა რომ იმ ვირთხასავით უფასოდ არ წავიდა. იჯდა სკამზე და რამდენიმე ბონუსი გასააქტიურებელი დატოვა.
წასვლამდე მამარდასთან დაძმაკაცება მოასწრო. ესპანურ სასტავში.