ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ეკიტიკე ისაკთან სტილით ყველაზე ახლოს მდგარი ფორვარდია. ახლა ორივე ჩვენია.
სანამ ლივერპულის მაისურით მოედანზე არ გავა ბოლომდე ვერ აღვიქვამ.
ისაკი ლივერპულის ახალი ცხრიანია.
და როგორ უნდა ვათამაშოთ ისაკი - ეკიტიკე ერთად? სლოტი რა ახალ ტაქტიკას აპირებს მომავალში, წარმოდგენა არ მაქვს.
ამ ტაქტიკაში, ყველა სავარაუდო შემადგენლობაში ეკიტეკეა ფლანგზე და ისაკი ცენტრ ფორვარდად. არადა სქილებით რომ შევადაროთ:
1) ეკიტიკე უფრო მეპასეა, სიღრმეში ჩაწევა, ცრუ ფორვარდობა და ბურთის გათამაშება უკეთესად გამოუვა
2) ისაკი ისედაც ხშირად მარცხენა ფლანგზეა გადასული.
შვედეთის ნაკრებში სუფთა ვინგერადაც უთამაშია.
ამიტომ მგონია ეკიტიკე იქნება ცენტრში და ისაკი მარცხნივ.
ეს პირობითად. საჯარიმოს ხე ფორვარდი არცერთი არაა. ორივე მოძრავია. ხშირად გაცვლიან პოზიციებს.
ვნახოთ აბა.
ოღონდ ისაკი - ეკიტიკეს დუეტს უახლოეს თამაშებში ძირითადში ვერ ვიხილავთ.
ისაკი იმდენი ხნის უთამაშებელია, მინიმუმ შემდეგი პლ-ის ორი ტური სკამიდან შემოვა.
ეკიტიკეც ადაპტაციას გადის პრემიერ ლიგასთან და 70 წუთის მერე ისიც იცვლება. ანუ ჯერ ერთმანეთს შეცვლიან და არა გაკპოს.

ნიუკასლის ფანების AI ფოტო. სწორად ვერ გაარტყეს, რადგან ისაკი ეკიტიკეზე ამდენად მაღალი არ არის. მხოლოდ 1 სმ.