#62268087 · 15 Sep 2025, 11:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეალური მომენტები არ გვქონდა, ნახევარ მომენტები გვქონდა: რობოს მომენტი, გრავენბერხის, ვირცის დარტყმა.
ბარნლის ფეხბურთელები თავისი საჯარიმოდან არ გამოდიოდნენ. დაბმულები იყვნენ. ჰქონდათ შანსი მაგრამ შეტევაში არ მიდიოდნენ.
შემდეგი მარჩებიც დაცვით გუნდებთან გვაქვს. ოღონდ უფრო მაღალი კლასის დაცვით გუნდებთან. ასე შეტევაზე უარს არც ატლეტიკო და არც ევერტონი არ იტყვის. ლივერპულმა კი რამე უნდა დაუმუღამოს ლოუ ბლოქებს.
ფლანგები: სალაჰი და გაკპო არ მუშაობს.
სალაჰი ფორმაში არაა. გაკპო არც არასდროს ყოფილა რეაქტიული.
გაკპო ზედმეტად სწორხაზოვანი იყო. ცენტრში შეტეხვა და დარტყმა. - დაუმუღამეს და აღარ აცდიან დარტყმის მომზადებას. რამე სხვა მოძრაობა დაამუღამოს კარგი იქნება.
ამიტომ მნიშვნელოვანია კერკეზი და ბრედლი ოვერლაფებით დაეხმარონ ვინგერებს.
ფაქტობრივად ახალი განაპირა მცველები გვყავს ორივე მხარეს. ბრედლი-სალაჰი და კერკეზი - გაკპო უნდა შეთამაშდნენ.
მაგრამ წინა მატჩებში დაცვაში ბევრი შეცდომა გვქონდა. ამიტომ კერკეზიც აშკარად დარიგებულია, რომ უკან დარჩეს და შეტევაში თამამად ჯერ ვერ მიდის. არადა შეტევაში უკეთესი იყო ვიდრე დაცვაში გასულ წელს.
This post has been edited by rati nwt on 15 Sep 2025, 11:43
--------------------
_________Liverpool____________
“I'm living the dream" - C.J
http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
https://twitter.com/SkySportsNews/status/888413626465476609
|