Back to back
2 წლის წინ ლი კარსლის გუნდმა ბათუმში მოიგო ევროპის ჩემპიონატი. იმ გუნდს ჰყავდა "ვარსკვლავები", თუ არა ცნობილი ტალანტები: პალმერი, ენტონი გორდონი, გიბს-ვაითი.
ამ U-21ში ჰარვი ელიოტის გარდა მთლიანად შეიცვალა შემადგენლობა.
ლი კარსლი ადგა, მთლიანად შეცვალა შემადგენლობა და ამ ახალი გუნდითაც დაამარცხა ესპანეთი, ჰოლანდია და გერმანია. მოიგო ევროპის ჩემპიონატი.
ამ გუნდს არ ჰყავდა: დელაპი, ჯობ ბელინგემი, ლუის ჰოლი, რიკო ლუისი, ადამ უარტონი , გიტენსი და სხვები.
უმეტესობამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე წასვლა არჩია.
"გაპიარებული" ტალანტები ამ გუნდში არ ყოფილან. თავისდაუნებურად "ვარსკვლავებისგან" გაიწმინდა გუნდი.
აბა ამ გუნდიდან რამდენს ამოიცნობ სახეზე?
კარსლიმ შეკრა უცნობი თეთრი ტალანტების გუნდი და მოიგო ზედიზედ ევროპის ჩემპიონატი.