დავიდ ვილია
მარად ასტურიელი მოზარდი
        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 149817
წევრი No.: 101362
რეგისტრ.: 1-October 09
|
#62745325 · 6 Oct 2026, 22:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რონალდუ სანაკრებო კარიერას აგრძელებს! კრიშტიანუ ნოემბრის სანაკრებო პაუზიდან კვლავ მზად იქნება პორტუგალიის მაისურით სათამაშოდ
გილოცავთ გოუთი დაბრუნდა * * * როგორც დაგპირდით, გადავწყვიტე, პირადად და პირდაპირ მოგიყვეთ, რა მოხდა ეროვნული ნაკრების ბოლო შეკრებაზე. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიელი ხალხისთვის წერილი მოვამზადე, რომელსაც დღემდე ვინახავ. მასში ის სიტყვებია, რომლებითაც მსურს მათ მივმართო, როცა ჩვენს ნაკრებს საბოლოოდ დავტოვებ. ტურნირის დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავში ფედერაციის პრეზიდენტმა მთხოვა და დაჟინებით მომიწოდა, წასვლის გადაწყვეტილება გადამეხედა, რადგან პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას ჩემი დარჩენა სურდა. ამის შემდეგ მან ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე აზრი მკითხა. მას სხვა კანდიდატებთან ერთად განიხილავდა, თუმცა მათი ვინაობა ჩემთვის არ გაუმხელია. ფედერაციის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, ეს სწორი არჩევანი იქნებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ნაკრების ახალი მწვრთნელი პირველად დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემთან პირადად შეხვედრა სურდა. დავთანხმდი და შეხვედრა ჩემი შვებულების დასრულების შემდეგ დავგეგმეთ. იმ დღეს მწვრთნელმა მითხრა, რომ ჩემზე იმედს ამყარებდა და მის გეგმებში ჩემს ყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. იქვე გამაცნო, როგორ გეგმავდა ჩემს გამოყენებას: მითხრა, რომ პირველ და ბოლო მატჩებში ვითამაშებდი და ფიზიკური დატვირთვის გასანაწილებლად თითოეულ შეხვედრაში შემადგენლობაში სამ-ოთხ ცვლილებას შეიტანდა. ამ საუბრისას ის ვარიანტიც განიხილა, რომ ნაკრებთან ერთად ნორვეგიასა და დანიაში არ გავმგზავრებულიყავი. შემომთავაზა, პირველ მატჩში მეთამაშა, შემდეგ პორტუგალიაში დავრჩენილიყავი და გუნდს „დრაგაუზე“ გასამართი შეხვედრის წინ შევერთებოდი. ამ შეთავაზებაზე მაშინვე უარი ვთქვი. ჩემთვის ცხადი იყო, რომ ამას ვერ დავთანხმდებოდი. მხოლოდ იმიტომ, რომ გასვლით მატჩებში არ ვითამაშებდი, ჩვენი გუნდის კაპიტნობაზე უარს ვერ ვიტყოდი. პორტუგალიაში დარჩენის პრივილეგიით სარგებლობა კარგ მაგალითს არ მისცემდა სხვებს. საბოლოოდ, მწვრთნელი ჩემს მოსაზრებას დაეთანხმა. შეკრების დაწყების წინა დღეს მწვრთნელი თავისი ინიციატივით ლისაბონში, ჩემს სახლში მოვიდა, რათა კიდევ ერთხელ გვესაუბრა. საუბარმა მშვიდად ჩაიარა და აგვისტოში მიღწეული ყველა შეთანხმება ძალაში დარჩა. „ალვალადეზე“ ვითამაშე და, მიუხედავად იმისა, რომ შემცვალეს, ამის გამო პრობლემა არ შემიქმნია. კაპიტნის სამკლავური ბრუნო ფერნანდეშს თავად გავუკეთე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შესაძლოა, იმ დროს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისა და კაპიტნის რანგში ჩემს ბოლო ნაბიჯებს ვდგამდი. იმ დღეს ჩემთვის მთავარი ჩვენი გამარჯვება იყო. მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, პორტუგალიაში და ჩემი ქვეყნის სახელით გამარჯვება კი - კიდევ უფრო მეტად. ნორვეგიასთან მატჩის დღეს, სადილის დროს, მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტი ჩვენს მაგიდასთან მოვიდა და მითხრა, რომ მწვრთნელს ჩემთან საუბარი სურდა. ჩემდა გასაოცრად, მწვრთნელმა მკითხა, ფიზიკურად მზად ვიყავი თუ არა 30 წუთის სათამაშოდ. მთლიანად აღდგენაზე ვიყავი კონცენტრირებული, როგორც ყოველთვის, თანაგუნდელებთან ერთად ვიყავი და ვფიქრობდი, რომ იმ დღეს არ ვითამაშებდი. ამაში ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იყო. ეს თხოვნა ჩემს აღდგენისა და ვარჯიშის გეგმას არ შეესაბამებოდა, რადგან მხოლოდ 4 რიცხვში, „დრაგაუზე“ უნდა მეთამაშა თუმცა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მან მიპასუხა, რომ მზად ვყოფილიყავი, რადგან 30 წუთს ვითამაშებდი. დანარჩენი ყველამ იცის. შესვენებიდან მოყოლებული ვხურდებოდი, ვუყურებდი, როგორ გადიოდა წუთები, მაგრამ მოედანზე შესასვლელად არ დამიძახეს. მწვრთნელმა ჩემთვის მოცემული სიტყვა დაარღვია
|