#62748300 · 10 Oct 2026, 20:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისე, ამ კვირაში ვუყურებდი დოკუმენტურს 1974 წლის ჰოლანდიაზე. იასნა ადრეც მქონდა ნანახი ამ მსოფლიოზე დოკუმენტური, ოღონდ იქ უფრო მოედანზე რაც ხდებოდა იმაზე იყო.
ჰოდა, ტიპები რა მაგარ ფორმაში იყვნენ რო ყოველი თამაშის მერე სვამდნენ, ეწეოდნენ, ერთობოდნენ, ღამის 2-ზე იძინებდნენ და მაინც რა ცოტა დააკლდათ. :)
დაჟე ფინალიდან ორი დღით ადრე იმდენი დალიეს რო ღამის 2 საათზე აუზში ჩავიდნენ. ვიღაც შიშველი გერმანელი ქალები შეუგზავნეს გერმანელებმა და ამათ აუზში ჩაუხტნენ. მერე შეაპარეს ჟურნალისტები, გადაუღეს სურათები რო აი რას აკეთებენო. კრუიფს დაურეკა ცოლმა მეორე დღეს, დააყარა ერთი ამბავი. ეუბნება კრუიფი რო მენდეო, არ შევხებივარ არავისო, პროსტა ჩაგვიხტნენ შიშვლებიო. :D ღამის 3-მდე ახსნევინა ტიპს რო არ მომხდარა არაფერიო და განერვიულებულმა მეორე დღეს პენალტი მოიპოვა პირველივე წუთზე. :D
რავი ძმაო, დღეს მგონი რავი, ვითომ მაგარი მომზადება აქვთ, არ ეწევიან, არ სვამენ და მაინც არაფრის მაქნისები არ არიან. :)
როგორ ვერ დადო მაგ ნაკრებმა ვერაფერი, იმენა 2 ფინალი მსოფლიოსი და ევროპის ნახევარფინალი... :( და 70-შიც რაღაცა უაზრობის გამო ვერ გააკეთეს კვალიფიკაცია როგორც ვიცი.
This post has been edited by Otherguylb on 10 Oct 2026, 20:26
|