აი, კანზე რომ კითხვებს სვამს ხალხი სუბიექტურობაც აღარ ჰქვია მაგას.
კანს მოუწია გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სუსტ ნაკრებში თამაში, ხოლო 2001წლის ბავარია არ იყო ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც თუნდაც ბაბუს ბავარია. აღარაფერს ვამბობ კასილასის რეალზე და ესპანეთის ნაკრებზე და თუნდაც ბუფონის იტალიის ნაკრებზე.
კანმა რა პერფომანსიც დადო 2001 წლის ლიგაზე ეგეთი არავის დაუდია, ხოლო 2002წლის მსოფლიოზე ის ნაკრები საერთოდ რომ არ ჩარჩა ჯგუფში და მითუმეტეს ფინალი ითამაშა, სწორედ კანის დამსახურებაა. 2002წლის ფინალში რომ არა დაშვებული შეცდომა და ეგ თამაში გერმანიას რომ მოეგო, ნ1 მეკარეზე გაიწევდა კანი.
ბუფონს ჰყავდა კანავარო, მალდინი, ნესტა ნაკრებში, ხოლო გუნდში იგვე კანავარო, ტურამი და ბოლოს ბონუჩი, ბარძალი, კიელინი.
კასილიას გუნდში იგვე კანავარო, იერო, რამოსი, პეპე და ა.შ. ხოლო ნაკრებში პუიოლი, რამოსი, პიკე, თან ტიპი თამაშობდა ლამის ყველა დროის საუკეთესო ნაკრებში ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც კონკურენციას მხოლოდ 1970წლის ბრაზილიის ნაკრები თუ გაუწევდა.
ამ დროს კანს ვინ ჰყავდა ნაკრებში ?
ნუ გუნდში აგერ ჩვენი სანიოლი და ერთი კარგი მცველი კუფური რომ იყო, ეგ მახსენდება :დ
ნუ, სეივებს თავი გავანებოთ ტიპი იყო ცარიელი ქარიზმა და ნამდვილი ლიდერი.
სამწუხაროდ 2002 წლის მსოფლიოს შემდეგ გატყდა თან ასაკშიც იყო უკვე, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად კანის ხსენება ტოპებში წამყვან ადგილებში სასაცილო არ არის და პირიქით ძალიან ობიექტურია.
ყველა დროის საუკეთესო მეკარე კიდე ნოიერია და მაგის დადგენა არის ძალიან მარტივი, ანუ ობიექტურად თუ ვაფასებთ.
აი, ჩამოვთვალე ბუფონს და კასილიას ვინ ჰყავდა დაცვაში ამ დროს ნოიერის მცველები ვინ იყვნენ ნაკრებში ? ბოატენგია ერთი გამორჩეული და ჰუმელსი გაგახსენდება კაცს :დ
ახლა წმინდა სკილების მიხედვით შევაფასოთ.
ხაზზე თამაში- სამივე მეკარე მაგარია
რეაქცია- სამივე ისევ მაგარია
ლიდერობის კუთხით აქ ბუფონი ალბათ.
სტაბილურობა აქაც ბუფონი.
პენალტების სერიაში კასილიასი და ნოიერი ერთი დონე, ხოლო ბუფონი მაგათ ჩამორჩებათ.
ისე პენალტების აღებაში ბუფონს სტატისტიკა უკეთესი აქვს მგონია ამათზე, მაგრამ მაგ კომპონენტში ბუფონი ამათ ვერ ჯობდა.
გამოსვლებზე თამაში აქ ნოიერი და ბუფონი, ხოლო კასილიას ვერ იყო მაგ მხრივ მაგარი, რადგან მეკარისთვის დაბალი იყო იკერი და ხშირად უშვებდა შეცდომებს მაგ მხრივ.
მაგრამ რითი უგებს ნოიერი ბუფონს და კასილიას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სკილით ბუფონი უფრო წინ არის :დ
იმით, რომ ნოიერს მინუსი არ აქვს და რაც მთავარია ფეხით თამაშობს ისე როგორც ბევრი ნახევარმცველი ვერ თამაშობს; ტიპმა ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა და თანამედროვე ფეხბურთში დაამკვიდრა სტანდარტი იმის, რომ მეკარე უნდა თამაშობდეს ფეხით, თორემ მის ფასი უკვე კაპიკია, ხოლო კასილიასი ფეხით თამაში ვერ იყო მაგარი, ბუფონი ისე რა.
ამიტომ უდავოდ ნოიერი, ხოლო მერე ბუფონი.