მაგარი ###ობა შემემთხვა წუხელ
პოლიტგანყში დაწერა არ ღირს ისეთი განყია :დ
ჰოდა, სადმე უნდა დამეწერა თემიდანაა და მოდი მინი პოლიტგანყში დავწერ
მაგარ ბახუსზე ვიყავი წუხელ თან ფეხბურთი იწყებოდა და ვიფიქრე წავალ ლუდს ვიყიდი და თან ფეხბურთს ჩავუჯდები-მეთქი.
ჩემი ქალაქის ცენტრი არის ჩემგან 3წუთის სავალზე, ჰოდა შევედი მარკეტში ვიყიდე ლუდი, ჩიფსები და მოვდივარ ფეხბურთს უნდა ჩავუჯდე და უცებ ბრახ მაგარ შარში არ გავყავი თავი :დ
კი ვიცოდი ამ ქოცებმა ქურდების ინსტიტუტი რომ დააბრუნეს, მაგრამ ამ დონეზე თუ მოხდა ძველი საამაყო ტრადიციების გაცოცხლება არ მეგონა.
ვიღაც პატარა ბიჭები მიძახიან მოცადე ერთი წუთიო.
ჩემი ქალაქი პატარაა და ადრე თითქმის ყველა ვიცნობდი, რადგან მეც ვიდექი ცენტრში მიშას დროს

ანუ ბავშვი თინეიჯერი რომ ვიყავი, მაგრამ 15წელია იქნება ცენტრი კი არა ჩემს უბანს არ ვცდები დიდი ხანი რომ გავჩერდე ქუჩაში. ჰოდა, არ ვიცნობ ამ ახალ თაობას.
გავჩერდი და რა გნებავთ-მეთქი და ტიპებმა აქო კაი ბიჭები ვართ ძმაო სიტუაციას ვაკვირდებითო და ეგ ლუდი და ჩიფსები დაგვიტოვო უნდაო
თავიდან მეგონა ჩემი რომელიმე მეგობარი მეღადავებოდა, მაგრამ მერე მიხვდი, რომ არანაირი ღადობა არ ყოფილა
რა ლუდი და ჩიფსები უნდა დაგიტოვოთ-მეთქი წავიდა სიტყვების გაცვლა-გამოცვლა და ერთს მოვდე ყბაში, ამ დროს პატრულიც გაიჩითა და მოხიეს იმათმა.
დღეს დილით მირეკავს იმ ტიპის ძმა, რომელიც მახსოვს სკოლიდან ჩემი ძმა გაგილახავს და უნდა ამოხვიდეო ვიღაც ქურდებს უნდა დავურეკოთო.
ვახ, ასეთი სიტუაცია არ იყო მე რომ პატარა ვიყავი შავარდნაძის დროსაც.
მერე გავიკითხე უბანში ანუ პატარა ბიჭებში და თურემ ესეთები ხდება ლამის ყოველ დღე
ვისთანაც გადიან აწერენ ფულებს და სასმელს და ა.შ.
მოკლედ, ახლა გავდივარ და თუ ვინიცობაა რამე მომივიდა იცოდეთ ვილიას ვაპატიე ნეპოტიზმი
ამათ მართლა თუ არ გავაჯმევინეთ 26 ოქტომბერს კადიროვის ჩეჩნეთი სანატრელი გაგვიხდება.