Vampire from Nazareth15 წლის წინ ინტერმა რომ მოიგო ლიგა მაგის მერე, ბაიერნზე აღარაფერს ვიტყვი ყველა იტალიური გუნდი გადაჟიმა მრავალჯერ, დორტმუნდის დონის სტაბილურად მოთამაშე გუნდი რომელია იტალიიდან? ორი ფინალი ითამაშეს და ურთიერთშეხვედრებში იტალიური გუნდებს ესენიც სასტიკ დღეში აყენებენ
ასე სტაბილურად ლიგაზე ბრძოლას თავი დაანებე, თამაშით ვერ თამაშობენ იტალიურები.
2-3 წელს მიაბავს ხან ერთი ხან მეორე ისე რო ნუ ჯგუფიდან გადიოდნენ და მერე ან საერთოდ ვეღარ გადიან ლიგაზე ან თუ გადიან ჯგუფი, მაქსიმუმ 1/4 ფინალი
ამ დროს
ბაიერნი ყოველ წელს იბრძვის ლიგისთვის და ფავორიტია.
დორტმუნდი და უკვე ლაიფციგი ყოველ წელს ბრძოლისუნარიანები არიან
ეხლა ლევერკუზენიც დაემატება ამ 3 სტაბილურად მებრძოლ გუნდს და იტალია ისევ ისე იქნება როგორც ეს 15 წელი იყვნენ.
ნაპოლი სადაა რო დაგლიჯა იტალიაში ყველაფერი?
იუვენტუსი ბოლოს ნახევარფინალში მაინც როდის იყო?
მილანი ჯერ ლიგაზე ძლივს დაბრუნდა, მერე ჯგუფიდან ძლივს ერთხელ გავიდნენ და მაგ ერთხელ წავიდნენ ცოტა შორს ისიც იტალიური გუნდების გავლით.
გერმანიაში გამართულად მუშაობს უკვე სისტემა
ვარსკვლავების სამჭედლოა ბუნდესლიგა.
ახალგაზრდა ფეხბურთელებიან მწვრთნელებიანად ბუნდესლიგიდან რო იჩითებიან ვარსკვლავები, მაგდენი არსაიდან არაა
თან ეს პროცესი არ ჩერდება
ყოველწლიურად ახალი ვარსკვლავები, ახალი აღმოჩენები როგორც ფეხბურთელები ასევე მწვრთნელები.
გრანდების სკაუტები ჩასაფრებულები არიან ბუნდესლიგაზე
ჰალანდები ბელინგემები დე ბრუინები და ვინ აღარ გამოზარდეს
ამ დონის ფეხბურთელები იტალიაში აღარ თამაშობენ
ბოლო-ბოლო ბუნდესლიგაში ბაიერნი თამაშობს. ვინმეს თუ შეიძლება 2010-იანების და 20-იანების ყველაზე მაგრობაზე ქონდეს პრეტენზია ბარსა რეალის მერე, ბაიერნია
მეტი რა არგუმენტი გინდათ.
ვინც 2000იანების დასაწყისის მილანს მოვესწარით, ამ ჩაჯმული მილანზე მაგარიაო როგორ დავიჯეროთ
ან თუნდაც მოურინიოს ან მანამდელ ადრიანო რეკობა კრესპო ზლატანას ინტერს,
ბუფონის, ტურამის და ნედვედის იუვეს
ტოტის კასანოს და დე როსის რომას..
ემერსონი კაფუ და რა ხალხი თამაშობდა რომაში.
აი მაგ დროს იტალია მაგარი იყო და გერმანულებს დანძრეული ქონდათ.
იმ კალჩოპოლის მერე 3-4 წელი ინერციით კიდე ქაჩავდა სერიალი და დალშე აგერ 15 წელია ახლოსაც ვერ მოდიან დანარჩენ 3-თან.
ლივერპული მილანის თამაში იყო მაგის ასახვა, ნათელი მაგალითი
ან ჩემპიონი ინტერი რო მოხვდა ბაიერნთან ჯგუფში და ორი თამაშის ჯამში 6-2 გადაურბინეს.
რავი იტალიურების ფანებს თუ გაკმაყოფილებთ ეს კაი, თორე ჩვენ რა, ისე თამაშობს ბაიერნი, ბარსელონელები იჯვამენ კიდე არ გაგვაპაზორონ კამპ ნოუზეო ))
ახალი ფორმატის გამო ბაიერნის ეს სერია სამუდამოდ დარჩა