Pepper_Crowleyმაწყობს პსჟ შერაცხონ უპირობო ფავორიტად
90/10 ზე ვისურვებდი
რატო იცი,წნეხს მოგვიხსნის და იმიტომ,თორემ როგორც ერთ ის მეორე ბანაკში რომ მღელვარებია იოლი გამოსაცნობი არ არის..ამას დაუმატე პლიუს წნეხი და უფრო გირთულებს ამოცანისთვის თავის გართმევას ;დ
როცა პსჟ მეორე ფინალს თამაშობს და ააქვს შანსი ისტორია დაწეროს..
ინტერი კი მეორე ფინალს თამაშობს სამ წელიწადში, თან გუნდი ამ სეზონში უტიტულოდ დარჩა,წააგო სუპერთასი,წააგო სკუდეტო,გავარდა კოპას 1/2 ფინალიდან..დასაკარგი არაფერი აქვს,იბრძოლებენ ბოლომდე..
18 მაისიდან ისვენებს გუნდი,ამ თამაშისთვის როგორც ერთი,ისე მეორე განსაკუთრებულად ემზადება,
ნუ არის სურვილი,ემოციების გამოხატვა რომ შენი გუნდი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ეპითეტებით შეამკო კაი გაგებით ;დ
რეალურად ძალიან მაგარი ფინალი გველოდება..ნამდვილი ომი!!!
ფავორიტი თუ პსჟ იქნება ოფიციალურად,უფრო მაწყობს მე პირადად,განვმეორდები და ეს სტატუსი წნეხს მოგვიხსნის და სულაც არ გვჭირდება...დამატებითი ტვირთია სატარებლად ;დ
მიუხედავად იმისა რომ საპირისპიროდ ვფიქრობ,არ ვარ წინააღმდეგი პსჟ იყოს ფავორიტი...
როცა 1/2 ფინალის გუნდები დაწყვილდა მაშინვე ვამბობდი რომ ბარსელონა იყო მანდ ყველაზე ძლიერი გუნდი..თუ გააგდებდა ინტერი მაშინ ვერავინ ვერ შეაჩერებდა...
ამიტომ ვფიქრობ რომ ინტერი მოიგებს ფინალს...
რადგან რასაც ბარსას თამაშებს ვუყურე,არამხოლოდ ინტერთან,არამედ რეალთან და სხვა გუნდებთან,რაღაც საოცარ ფეხბურთს ათამაშებს ფლიკი, ერთადერთი რაც აქვთ ხარვეზში,ამოწეული დაცვის ურთიერთქმედებაშია ხარვეზები,სხვა სათამაშო რგოლები უბრალოდ ჩინებულია..შენ ნახე მაგ დაცვის ხარვეზებს რომ გამოასწორებს ფლიკი,გვარდიოლას ბარსას პრაიმს გაიმეორებენ ასე ვფიქრობ ;დდ
იმჰო..